ჭდე: დავით დეფი

“რა საზიზღარია ასეთი გარემო”

მწერალი დავით დეფი გოგიბედაშვილი თავის კოლეგებს აკრიტიკებს და მისი პიროვნების და ნაწარმოებების მიზანმიმართულ დაბლოკვაზე საუბრობს. დავით დეფი: “ბუღაძე და ტურაშვილი რუსთავი 2-ზე მუშაობენ და რუსთავი 2-ის დასაცავ მიტინგებზე, თუნდაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერ მიტინგზე, პოლიციის სამართველოს შენობასთან 30 დეკემბერს, როცა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართულმა ოცნებამ ის დააპატიმრა და იქიდან მოყოლებული ან სასამართლოებზე ან ზოგადად მთელ ამ ბრძოლაში, […]

“ჰამლეტ გონაშვილი – ასეთი უბადლო ნუთუ ვინმეა დღეს?”

"მოვიდა თაობა, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ერთი სოფლელი ფანდურზე დამკვრელი ჰგონია"

– ჰამლეტ გონაშვილი – ასეთი უბადლო ნუთუ ვინმეა დღეს? მომღერალი ბევრია, მაგრამ ჰამლეტ გონაშვილი ერთია და მას ძეგლიც კი არ უდგას ქვეყანაში, – აცხადებს მწერალი დავით დეფი და ქვეყანაში დამკვიდრებულ ფსიქოზს ეხმაურება: “სამი რამ მინდა ვთქვა. პირველი ამბავი – ედგარ ალან პო. ბალტიმორში უენსტმინსტერის ტაძრის ბაღშია დაკრძალული. გენიოსი და ცხადია წინასწარმეტყველი ედგარ ალან პო ჩვეულებრივ […]

დავით დეფი: “ჯერ არაფერია დამთავრებული, მთავარი წინაა!”

პოეტი და მწერალი დავით დეფი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ჯერ არაფერია დამთავრებული და მთავარი წინაა. უმთავრესი, რაც ხელოვანისთვის მიუღებელია, ეს ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო გააქტიურებული რუსული სიმღერების და ტელეკომპანიების მიმართ ინტერესია. დავით დეფი: “ამას წინათ მაღაზიებში რაღაცას ვეძებდი. თბილისის დაახლოებით ათ მაღაზიაში შევედი. ათიდან ექვს თუ შვიდ მაღაზიაში მთელ ხმაზე […]

დავით დეფის ისევ ემუქრებიან

პოეტ დავით დეფის ისევ ემუქრებიან. რამდენიმე თვის წინ მასზე თავდასხმა საკუთარ სახლთან, მაღაზიაში მოხდა. მაშინ პოეტმა პატრულს არ მიმართა, მაგრამ შეცდა. დღეს მასზე თავდასხმა ისევ განმეორდა. ინფორმაცია ამის შესახებ დავით დეფიმ თავად გაავრცელა: “რამოდენიმე თვის წინ, ჩემს სახლთან მაღაზიაში, ჩემი ცოლისა და სხვა ადამიანთა თვალწინ, ზურგიდან, წიხლებით, ლაჩრულად, კონკრეტულად ჩემი წიგნების გამო, თავს რომ ერთი […]

დეფი: ,,ყველას უთხარი!”

პოეტ დავით დეფი გოგიბედაშვილისთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა – საზოგადოება და ბრბო. მისთვის გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან მოიძებნება, ამიტომაც თავისი პოეტური ხედვით ასეთ რჩევას იძლევა. დავით დეფი: “პოეტი ვარ და გეტყვით ჩემი ხედვით რა არის გამოსავალი – საზოგადოება და ბრბო სწორედ განსხვავდება, გენეტიკური ნაგავი და გენეტიკური ნიჭიერება განსხვავდება სწორედ არჩევანით. მარტო განათლებაში არ არის პრობლემა. მინახავს […]

დავით დეფი: ,,ისევ გინება, ისევ ზიზღი’’

პოეტსა და ნოველისტს დავით დეფის ბოლო პერიოდში ხშირად ესხმიან თავს, რასაც ის გაუთავებელ შოზოფრენიას უწოდებს. დეფიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის. მას რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი გინება დაუწყეს. დავით დეფი: “ერთი და იგივე შიზოფრენია გაუთავებლად. ისევ ჩემი ლანძღვა, ისევ შეურაცხყოფა, ისევ გინება, ისევ ზიზღი. ამჯერად ფიზიკური თავდასხმის გარეშე. მოკლედ […]

დავით დეფი ცემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“არტინფო” უკვე წერდა, რომ გვიან ღამით თბილისში პოეტსა და რომანისტს დავით დეფის სცემეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მან ღია წერილი გაავრცელა, სადაც მომხდართან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. დავით დეფი: “მეგობრებო, ახლა ყველაფერი რიგზეა და გუშინაც ღამით ყველაფერი რიგზე იყო. მოძალადე ლაჩარს, ვინც გუშინ ღამით, ზურგიდან, მე და ჩემს ცოლს თავს დაგვესხა, საკადრისი პასუხი გავეცი. გარწმუნებთ, ის რაც […]

დავით დეფის სცემეს

ნოველისტს და პოეტს დავით დეფის სცემეს. შემთხვევა გვიან ღამით თბილისში მოხდა. მწერალი და მისი მეუღლე მაღაზიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც დეფის უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მწერალი ამბობს, დაპირისპირება მისი ერთ-ერთი ნაწარმოების გამო დაიწყო, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დავით დეფის განცხადებით, მოქალაქის აგრესია მისმა ხედვებმა და ღია განცხადებებმა გამოიწვია. მწერალს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან […]

დავით დეფი: ,,ჩემს წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის”

პოეტი და რომანისტი დავით დეფი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის. მწერალს საქართველოში არ ეგულება არც ერთი სხვა პოეტი და რომანისტი, ვისაც იმდენი მოძულე, პირდაპირი და დაუფარავი მტერი ჰყავდეს, როგორც თავად მას. დავით დეფი: “1992 წლიდან ვამსხვრევ სტერეოტიპებს. რა ჩემი ბრალია დაბოღმილი და დაკომპლექსებული ბრმების ქვეყანაში, წარმატება რომ პირადი შეურაცხყოფაა. ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატები […]

სააღდგომო საჩუქარი დავით დეფისგან

მწერალმა და პოეტმა დავით დეფიმ თავის ერთგულ მკითხველს სააღდგომოდ ახალი საჩუქარი მოუმზადა. “სააღდგომო ლექსები” – ასე ჰქვია ახალ კრებულს. 32 გვერდიან წიგნში მხოლოდ 21 ლექსია შესული და მისი ფასი 5 ლარია. “დავით დეფის “სააღდგომო ლექსებში” მკითხველის წინაშე სახარების ეპიზოდები, ხარებიდან ამაღლებამდე 21 ლექსით წარმოჩინდება. “სააღდგომო ლექსები” უნიკალური ნამუშევარია, სადაც ავტორის ვიზიონერული პოეზია, თქვენს თვალწინ ბიბლიურ […]