დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძის საქართველოში გადმოსვენება ვერ ხერხდება

დავით ანდღულაძის საქართველოში გადმოსვენება ვერ ხერხდება

“რკინის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ დავით ანდღულაძის საქართველოში გადმოსვენება ვერ ხერხდება. ხელოვანი ფილტვის სიმსივნით 64 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა 29 დეკემბერს უნდა გამართულიყო. “ტექნიკური შეფერხების გამო, დავით ანდღულაძის საფრანგეთიდან გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. უახლოეს მომავალში დავწერთ პანაშვიდისა და გასვენების დღეებს,” – ნათქვამია რკინის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

დავით ანდღულაძის განსაკუთრებული მისია

დავით ანდღულაძის განსაკუთრებული მისია

რეჟისორ დავით ანდღულაძის განსაკუთრებული მისია აღმოჩნდა ქართული თეატრისთვის სრულიად ახლებური ხერხებით სპექტაკლების დადგმა. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დადგმულმა სპექტაკლებმა ქართულ თეატრს ახალი სული შთაბერა: “არსებობენ რეჟისორები, რომლებიც კონკრეტული თეატრის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თეატრის ისტორიის ნაწილი ხდებიან, მათი სპექტაკლები კი ამ თეატრის ისტორიის გამორჩეული ფურცლები… ასეთი იყო რეჟისორი დავით ანდღულაძე თბილისის […]

რკინის თეატრის წარმატება ტრაბზონის ფესტივალზე

რკინის თეატრის წარმატება ტრაბზონის ფესტივალზე

რკინის თეატრი ტრაბზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც საქართველოს სახელით წარადგინა სპექტაკლი „სულ სხვა ოპერა“ ბრეხტის “სამგროშიანი ოპერის” მოტივებზე. „სულ სხვა ოპერა“ ბრეხტის სრულიად ახლებური გააზრებაა და მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულებაა. სპექტაკლში გამოყენებულია კურტ ვაილის მუსიკალური თემა. წარმოდგენის რეჟისორი დავით ანდღულაძეა, მუსიკალური ვერსიის ავტორი გოგი ჩლაიძე, მასვე ეკუთვნის ნატო ესაკიასთან ერთად როიალის […]