დათუნიკა სხირტლაძე

კონცერტი დათუნიკა სხირტლაძის ოჯახისთვის

კონცერტი დათუნიკა სხირტლაძის ოჯახისთვის

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ხელოვანის დათუნიკა სხირტლაძის ოჯახისთვის მისი მეგობრების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 10 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ქორეოგრაფს – ცეკვა „რაჭულისა“ და „ტაში ბიჭო გიორგუნას“ სულისჩამდგმელის, ჯგუფების „შინისა“ და „ეგარის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წევრს. საღამო ხელოვანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური […]

დათუნიკა სხირტლაძის აქამდე უცნობი ნიჭი

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

მომღერალი და მოცეკვავე დათუნიკა სხირტლაძე ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ქეთი ბერაძე ხელოვანის აქამდე უცნობი ნიჭის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: “დათუნიკა” პოეტის ამპლუაში… – პოეზია ნიჭია, რომელიც ეძლევათ მხოლოდ ღვთის რჩეულებს – პოეტებს. ჩემთვის დიდი პატივია ამჯერად დავით სხირტლაძის, როგორც პოეტის წარდგენა. პოეტობა მადლია, მაგრამ დიდი ტვირთიც არის, ხშირად გამიგია მისგან ეს სიტყვები… განსაკუთრებული მოკრძალებით […]

დათუნიკა სხირტლაძის ძეგლი რაჭაში

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

დათუნიკა სხირტლაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის უკვდავსაყოფად გადაწყვეტილი იქნა, დაიდგას მისი ძეგლი მშობლიურ კუთხეში – ხიდიკარში. რადგან დათუნიკა სიცოცხლეშივე იყო ხალხის საყვარელი ხელოვანი, ამიტომ გადავყვიტეთ მისი ძეგლის შექმნაში ხალხმაც მიიღოს მონაწილეობა და სურვილისამებრ და შესაძლებლობის მიხედვით, გადარიცხოს თანხა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. ინფორმაციას ამის შესახებ დათუნიკას მეუღლე მზია ჯინჭარაძე ავრცელებს: “ჩემო საყვარელო ხალხო… „დათუნიკა“ დღეს საქართველოს ტკივილად ქცეულა. […]

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მხარდაჭერა ესაჭიროება

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მზია ჯინჭარაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. ინფორმაციას ჯგუფი “ეგარი” ავრცელებს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავს: “30 დეკემბერს სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით (დათუნიკა) სხირტლაძე… ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს. სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. […]

დათუნიკა სხირტლაძის შვილს “ეგარი” კონცერტებიდან თანხას ჩაურიცხავს

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

დათუნიკა სხირტლაძე საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. მის დაკრძალვამდე 1 საათით ადრე კი მისი ნანატრი შვილი – დავით-თევდორე სხირტლაძე მოევლინა ქვეყანას. ჯგუფის “ეგარი” ყველა წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დათუნიკას ვაჟს კონცერტებიდან თანხა ჩაერიცხება. სპეციალური განცხადება ჯგუფმა გაავრცელა: “დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა, ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით-თევდორე სხირტლაძე […]

დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი ეყოლა

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

მომღერალსა და მოცეკვავეს დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი გარდაცვალების შემდეგ ეყოლა. ხელოვანი რამდენიმე დღის წინ ამბროლაურში გამართული საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. 3 იანვარს დათუნიკა მისმა ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გიორგი უშიკიშვილი: “ამდენი მწუხარების შემდეგ, ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის […]

დათუნიკა სხირტლაძის კინოპრემიერა გარდაცვალების შემდეგ

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

ანსამბლების “შინ” და “ეგარი” წევრი დათუნიკა სხირტლაძე 30 დეკემბერს ამბროლაურში გამართული კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა. მოცეკვავისა და მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა გაავრცელა: “დათო სხირტლაძე 2006 წელს გავიცანი, ჩემი ჯგუფ „შინ“-თან თანამშრომლობის დროს. მაშინ ჩემს პირველ ფილმზე „გაღმა ნაპირი“ […]