ჭდე: დათო არჩვაძე

დათო არჩვაძის სუპერ აქტუალური სიმღერა

დათო არჩვაძის სუპერ აქტუალური სიმღერა

მომღერალმა დათო არჩვაძემ სუპერ აქტუალური სიმღერა პოეტ ნანა ცინცაძესთან ერთად შექმნა. ახალი ნაწარმოების შესრულება კი ნუცა ბუზალაძეს და გრიგოლ ყიფშიძეს მიანდო. “ჩვენია დედამიწა” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნუცა ბუზალაძის ახალ ალბომშია შეტანილი. დათო არჩვაძე: “ჩვენი სუპერ აქტუალური სიმღერის პრეზენტაცია, ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილი ნუცა ბუზალაძის და გრიგოლ ყიფშიძის სასწაული დუეტი ნუცას ახალი ალბომიდან. “ჩვენი […]

დათო არჩვაძის და პეტრე კოლხის მიძღვნა

დათო არჩვაძის და პეტრე კოლხის მიძღვნა

მომღერალმა დათო არჩვაძემ და პოეტმა პეტრე კოლხმა ახალი ერთობლივი ნამუშევარი შექმნეს. “ჩემი საქართველო” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც დათომ მამა პეტრეს ლექსზე შექმნა. დათო არჩვაძე: “ძარღვში უფლის სისხლი მირევია ჩემი საქართველო აქ არის” – ახალ სიმღერას ვუძღვნი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გმირებს, ვინც ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე.” პეტრე კოლხი: “ჩემი და დათო არჩვაძის ახალი ნამუშევარი… […]

დათო არჩვაძის სამაგალითო საქციელი

დათო არჩვაძის სამაგალითო საქციელი

მომღერლისა და კომპოზიტორის დათო არჩვაძის საქციელი ნამდვილად სამაგალითოა. შემთხვევა ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში მოხდა, რომელსაც ეთო ბოკელავაძე პირადად შეესწრო: “ბათუმისკენ მიმავალი მატარებლის მეზობელ ვაგონებში აღმოვჩნდით მე და ჩემი კოლეგა და დათო არჩვაძე, თავის გუნდთან ერთად. მოულოდნელად, ჩვენს ვაგონში ერთი ახალგაზრდა გოგონა გახდა შეუძლოდ… დიაბეტი ჰქონია… ვაგონში მყოფმა ექიმმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. თუმცა, გოგონა ძალიან შეშინებული იყო […]

დათო არჩვაძე სასწაულად გადარჩა

ამ განცხადებას მამა პეტრე (კვარაცხელია) აკეთებს და საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: “ცხოვრება ხშირად არასასიამოვნო წუთებს გვიმზადებს, მაგრამ სადაც უამრავს სჭირდები, შეუძლებელია მწუხარება სიხარულად არ გექცეს… მადლობა ღმერთს, დათო სასწაულად გადარჩა და ამერიკაშიც წავა, ემიგრანტების გულის გასახარად… ნანუკას შოუში მოგებული მანქანა აღარ ჰყავს, მაგრამ მთავარია, დათო გვყავს…”

“ძირს პოლიტიკა ხელოვნებასთან მიმართებაში!”

დავით არჩვაძე: "ესაა "მხოლოდ ქართული"?!

აცხადებს მომღერალი დათო არჩვაძე და კოლეგის სოფო ნიჟარაძის ნამღერს ავრცელებს: “სოფო ნიჟარაძე ბრავოოო! ჩვენთან (ანსამბლ “უნივერსიტეტთან”) ერთად 7 წლის ასაკშიც ასე საოცრად მღეროდა და ახლაც ქართულ ხმებთან ერთად!!!! ბევრ დიდ მომღერალს აქვს აღიარებული შენი სიძლიერე ჩემი თანდასწრებით და მათგან გამხარებია (კოლეგიურობა, უმცროსი მომღერლის დაფასება და აღიარება და სხვისი სიძლიერით სიამაყე). ამიტომ ნუ დაიღლით ტვინს ერთმანეთის […]

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი. საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

დათო არჩვაძე ტყუპების მამა გახდა

დავით არჩვაძე დაბლოკეს

ანსამბლ “ქართული ხმების” ახალი თაობის მომღერალი დათო არჩვაძე ტყუპების მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, ეთუნა ფარეხელაშვილს ტყუპები შეეძინათ. დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ. წყვილს 2 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ბედნიერი მშობლები უკვე იღებენ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს. დათო არჩვაძე 4 შვილის მამაა. მას პირველი ქორწინებიდან, მომღერალ სოფო კუკჭავასთან 8 წლის გოგონა, თამარი ჰყავს.

სუხიშვილები ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ

სუხიშვილები 70 წლის იუბილეს ფარგლებში ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები ჯაბა ქარსელაძე და ელგა ფორჩხიძე, ასევე დათო არჩვაძე, ნონა ჯავახიძე, დავით სუმბაძე, ანსამბლი “თამარიონი” და ფრანგი შემსრულებლები. 17 მაისს გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს. პირველი […]