დაფინანსება

თელავის თეატრი 300.000 ლარს მიიღებს

თელავის თეატრი 300.000 ლარს მიიღებს

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300.000 ლარი გადაეცემა. თეატრის მმართველის პაატა გულიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 160.000 ლარი თეატრის მსახიობების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდას მოხმარდება. 140.000 ლარით კი კომუნალურ გადასახადებს, ტექნიკური აღჭურვის, სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს დაფარავენ. როგორც პაატა გულიაშვილი ამბობს, დაგეგმილია თეატრის დასში ახალგაზრდა მსახიობების აყვანა. თეატრში 65 ადამიანია დასაქმებული, აქედან 18 მსახიობია. […]

კულტურის სამინისტრო “ახალი საუნჯის” და “არილის” დაფინანსებას წყვეტს?

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ჟურანლის “ახალი საუნჯე” მთავარი რედაქტორი პოეტი შოთა იათაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ჟურნალების “ახალი საუნჯე” და “არილი” დაფინანსება შეწყვიტოს: “მწერლებს და მკითხველებს! ისეთი პირი უჩანს, რომ კულტურის სამინისტროდან “ახალი საუნჯის” და “არილის” დაფინანსება 2015 წლიდან გაჩერდება. 2015 წლის საკითხზე სექტემბიდან მოყოლებული ვცდილობდით ორივე რედაქციიდან ახალ მინისტრთან შეხვედრას და […]