დაჩი უჯარმელი

დაჩი უჯარმელის ქუჩა თბილისში

დაჩი უჯარმელის ქუჩა თბილისში

ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი უჯარმელი იყო პირველი მეფე, რომელიც დედაქალაქ თბილისში სამეფო ტახტზე იჯდა. სწორედ დაჩი უჯარმელის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის აღმშენებლობა. “დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია, დღევანდელი ანჩისხატის ტაძარი.” […]

მშენებლობა ანჩისხატში

მშენებლობა ანჩისხატში

ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია თბილისში VI საუკუნეში დაჩი უჯარმელის მეფობის დროს არის აშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ეკლესიის ეზოში მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ავრცელებს: “ეს მშენებლობა ანჩისხატის ეზოში ხდება. იმედია, საოცარ სიმახინჯეს არ წამოჭიმავენ. რას აშენებთ-თქო, ვიკითხე და “სასანთლესო” – მიპასუხეს.”