დაბადების დღე

ბერა 20 წლის გახდა

ბერა 20 წლის გახდა

მომღერალი ბერა ივანიშვილი 23 დეკემბერს იუბილარია. მას 20 წელი შეუსრულდა. ქართველი გოგონების გულთამპყრობელი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და თავისი მუსიკალური კარიერის შექმნაზე ზრუნავს. მან სულ ახლახანს გამოუშვა ახალი ვიდეორგოლი “calypso lover” და მეორე კლიპის პრეზენტაციასაც მალე შესთავაზებს თავისი ფანების მრავალრიცხოვან არმიას. მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი პოპისა და რეპის ჟანრში მუშაობს. მისმა პირველმა სინგლმა, „Favorite […]

ბრედ პიტი 51 წლის გახდა

ბრედ პიტი 51 წლის გახდა

მსოფლიო ვარსკვლავი ბრედ პიტი 51 წლის გახდა. უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. იგი პოპულარული გახდა 90-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი წინანდელი ქორწინება […]

17 დეკემბერი ბეთჰოვენის დაბადების დღეა

ნახეთ გასაოცარი ბეთჰოვენი

17 დეკემბერი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების დღეა. გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა. ის შვილს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა. ბეთჰოვენის […]

16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი, რომლის ნამდვილი გვარი დედაბრიშვილია 1867 წელს დუშეთის რაიონის ქარისხევში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ […]

14 დეკემბერი აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა

14 დეკემბერი აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა

14 დეკემბერს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის აკაკი კვანტალიანის დაბადებიდან 107 წელი შესრულდა. მსახიობი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. საბოლოოდ მსახიობმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თეატრისა და კინოსთვის მიეძღვნა თავი. 1928 წელს ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრში დარჩა, თუმცა მუშაობდა საქართველოს […]

ნოდარ ანდღულაძე 87 წლის გახდებოდა

ნოდარ ანდღულაძე 87 წლის გახდებოდა

ქართველი მომღერალი, დრამატული ტენორი ნოდარ ანდღურაძე 13 დეკემბერს 87 წლის გახდებოდა. ის ცნობილი საოპერო მომღერლის დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე იყო. საქართველოს სახალხო არტისტმა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისწავლა. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად თსუ-ის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი, იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების […]

12 დეკემბერს ფრენკ სინატრა დაიბადა

12 დეკემბერს ფრენკ სინატრა დაიბადა

12 დეკემბერს ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და დირიჟორი ფრენკ სინატრა დაიბადა. გაისად მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდება. ფრენსის ალბერტ სინატრას თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობითმისი უდიდებულესობა ხმა შეარქვეს. ის XX საუკუნის პოპ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში დაბადებული სინატრა იყო ერთადერთი შვილი იტალიელი ემიგრანტ ნატალი დელა (გარავენტა) და ანტონიო მარტინო […]

ხუტა ბერულავა 90 წლის გახდებოდა

ხუტა ბერულავა 90 წლის გახდებოდა

ქართველი პოეტი ხუტა ბერულავა 10 დეკემბერს 90 წლის გახდებოდა. მისი საბავშვო ლექსებით არაერთი თაობაა აღზრდილი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პოეტმა მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტში ისწავლა. სხვადასხვა წლებში იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა […]

კიმ ბესინგერი 61 წლის გახდა

კიმ ბესინგერი 61 წლის გახდა

ყოფილი მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი კიმ ბესინგერი 8 დეკემბერს 61 წლის გახდა. კამილა ენ ბესინგერის მშობლები ხელოვნებას ემსახურებოდნენ, მამა დონ ბესინგერი ორკესტრის მუსიკოსი იყო, დედა ანი კი მოდელი, მსახიობი და მოცურავე, რომელიც ესთერ უილიამსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. კიმს ორი ძმა, მიქი და სქიფი და ორი და, ეშლი და ბარბარა ჰყავს. ბესინგერს შვედურ-გერმანული წარმოშობა აქვს და […]

ჯიმ მორისონი 71 წლის გახდებოდა

ჯიმ მორისონი 71 წლის გახდებოდა

ჯგუფ “დორს”-ის ვოკალისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი ჯიმ მორისონი 8 დეკემბერს 71 წლის გახდებოდა. ხელოვანი სრულიად ახალგაზრდა 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეიმზ დუგლას მორისონმა 4 წლის ასაკში ნახა ის, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამდენიმე სიმღერაში. მორისონს სჯეროდა, […]