Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: CNN

CNN-ისთვის თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა

CNN-ისთვის თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა

ამერიკული ტელეკომპანიის CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო“. აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა საფრანგეთის, კანადის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიის, მექსიკის ქალაქები და, რა თქმა უნდა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი. სტატიას თბილისზე ავტორი ასე ასათაურებს – “თბილისი საქართველო, ჰოლივუდი, ცხელი წერტილი ჰიპსტერებისთვის“ და საქართველოს დედაქალაქს მოდის, ხელოვნების და შემოქმედების ეპიცენტრს […]

CNN – საქართველო ევროპის პოპულარული დანიშნულების ადგილია

CNN - საქართველო ევროპის პოპულარული დანიშნულების ადგილია

საქართველოს ევროპის ერთ-ერთ ახალ, პოპულარულ დანიშნულების ადგილს უწოდებს და ქვეყანაში მოგზაურობის მთავარ მიზეზთა ნუსხას აქვეყნებს: “შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები – საქართველო გასაოცარი ქვეყანაა. მისი დედაქალაქი თბილისი შთაგონებების ქალაქია. საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო, შესაბამისად ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა ულამაზესი ეკლესიები და ტაძრები. უშგული ოფიციალურად უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 […]

ქეთი დოლიძე CNN-ზე

ქეთი დოლიძე იუბილარია

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის CNN-ის ობიექტივში მოხვდა. ჟურნალისტმა Fionnuala Sweeney-მ ქართველ რეჟისორზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, სადაც მის კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გააკეთა აქცენტი. თეთრი მანდილი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, სპექტაკლი “ჩემი თაობის ავტოპორტრეტი” – ეს ის თემებია, რომლებიც ჟურნალისტის სიუჟეტში გაერთიანდა. სპექტაკლების და პროფესიული საქმიანობის გარდა, სიუჟეტში ქეთი დოლიძემ საქართველოს […]

საახალწლო თბილისი CNN-ის ობიექტივში

საახალწლო თბილისი CNN-ის ობიექტივში

საქართველო, უნგრეთი, მონაკო, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, აშშ, ბრაზილია, სინგაპური, ინდოეთი, გერმანია, შვეიცარია, ახალი ზელანდია – ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, სადაც ტელეკომპანია CNN-ის აზრით, ყველაზე ლამაზი და ორიგინალური საშობაო-საახალწლო განათებებია. CNN-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 16 სურათი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორაა განათებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები. ფოტოები იხილეთ აქ: CNN

საქართველო მსოფლიოს რჩეულ ქვეყნებში მოხვდა

ნახეთ სასწაული სილამაზის საქართველო

უძველესი კულტურით და შუასაუკუნეების არქტიტექტურით საქართველო CNN-ის ყურადღების ცენტრში მოექცა და რჩეულ ქვეყანათა ჩამონათვალში დასახელდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეარხმა 2016 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. 16 ქვეყნის სიაში საქართველოცაა. “ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი შუასაუკუნეების არქტიტექტურის, უძველესი კულტურისა და საუცხოო ლანდშაფტების გამო. თოვლით დაფარული მწვერვალები ფართო ხეობებში ეშვება, სადაც საუკუნოვანი სოფლებია უძველესი ეკლესიებითა […]

სვანეთი CNN-ის ობიექტივში მოხვდა

სვანეთი CNN-ის ობიექტივში მოხვდა

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და თვალწარმტაცი კუთხე სვანეთი, რომელიც ყოველთვის იპყრობდა უცხოელებისა და ადგილობრივების ყურადღებას, CNN-ის ობიექტივში მოხვდა. მსოფლიოს წამყვანმა ტელეკომპანიამ სვანეთსა და სვანებზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა. რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში. CNN-ის ჟურნალისტი მაყურებელს მამა გიორგი ჩართოლანს აცნობს. სიუჟეტში წარმოდგენილია უძველესი ტრადიციები, პოლიფონიური მუსიკა, სვანური კოშკები და ბუნება. უშგულის მოსახლეობისა და […]

CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა

CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა. სპეციალურად ამ სფეროს უკეთ შესასწავლად თბილისში CNN-ის ჟურნალისტი Lianne Turner ჩამოვიდა და ეროვნულ კინოცენტრს ესტუმრა. ჟურნალისტი საქართველოს შესახებ ნახევარსაათიან ფილმს იღებს, რომლის ნაწილიც ქართულ ფილმწარმოებას დაეთმობა. ნანა ჯანელიძესთან და ზაზა ურუშაძესთან ინტერვიუები უკვე ჩაიწერა, ფილმი კი CNN International-ის ეთერში უახლოეს პერიოდში გავა.