
მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ბელორუსს ეწვევა. მინსკის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით ქართული დასი 2 სპექტაკლს წარმოადგენს – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას „რწყილი და ჭიანჭველას“ და დიმიტრი ხვთისიაშვილის მონო-სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“. გასტროლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 5-7 ოქტომბერს კი მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისს […]