ჭდე: ბრწყინვალების ორდენი

ბრწყინვალების ორდენი თემურ ჩხეიძეს

ბრწყინვალების ორდენი თემურ ჩხეიძეს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 75 წლის იუბილეს ზეიმობს. მაესტროს იუბილე მისმა მეგობრებმა, გულშემატკივრებმა და რიგითმა მაყურებლებმა სხვადასხვა საჩუქრებით მიულოცეს. რაც მთავარია, რეჟისორმა განუსაზღვრელი სიყვარული, საუკეთესო სურვილები და  უამრავი გულითადი მილოცვა მიიღო. თემურ ჩხეიძე საჩუქრის გარეშე არც საქართველოს პრეზიდენტს დაუტოვებია. გიორგი მარგველაშვილმა რეჟისორს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ავლაბრის რეზიდენციაში გადასცა.