ჭდე: ბესიკ ხარანაული

გამოცდილი შელოცვა ბესიკ ხარანაულისგან

ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგან

პოეტი ბესიკ ხარანაული თავის გამოცდილ შელოცვას გვიზიარებს, თუ როგორ დავუყვავოთ კორონავირუსის სახადს: “ლექსების კითხვა გამოცდილი შელოცვაა სნეულებისა ჯამბაზი თოკითაა, მწერალი – კალმით, და ორივე – სანახაობა. რა ქნას კაცმა, სათამაშოდ თუ არ გამოეწყო? რა ქნას კაცმა? სულ გამოცდაშია: თავის წინ, ქვეყნის წინ, ხილულისა და უხილავის წინ. ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ შესწევს ძალა, რომ გადარჩება. მეც […]

ბესიკ ხარანაული დავით წერედიანზე

ბესიკ ხარანაული დავით წერედიანზე

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული თავის კოლეგას დავით წერედიანს ლექსს უძღვნის: “სადაც ორი ადამიანია, ულხინს იქ შემთხვევას… აღების ღამეს, კვირა ღამეს, მესტუმრა დათო. შევყარეთ ბუხრის ნაცარში შვიდიოდ კვერცხი, რომ იმითი დაგვემარხულა და, გავაბით ტკბილი ბაასი. ხორციც გვქონდა, ერბო, ყველი, მაგრამ, უთუოდ, კვერცხით უნდა დაგვრემარხულა. ვფიქრობდით, მალე გამზადდებოდა, შევჭამდით და დავიძინებდით. პოეზია მარტო ქართული არ არის, […]

ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგან

ცხოვრების გაკვეთილი ბესიკ ხარანაულისგან

ბესიკ ხარანაულისგან მისი ათასობით მკითხველი ბევრ საინტერესოს და მნიშვნელოვანს სწავლობს, თუმცა ცხოვრების მისეული გაკვეთილი ყველაზე მეტად მაინც ამ ნაწარმოებშია წარმოჩენილი: “ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება, ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება, ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ, ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა, ვინც ყოყმანით დაიწყო დილა, ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია, ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას, […]

განსაკუთრებული ჯილდო ბესიკ ხარანაულს

განსაკუთრებული ჯილდო ბესიკ ხარანაულს

პოეტსა და მწერალს ბესიკ ხარანაულს განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა. მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემოქმედს „მთის შვილის“ წოდება მიენიჭა. ამ ჯილდოს სხვადასხვა ქვეყნებში იღებენ მაღალმთაში მცხოვრები ის ადამიანები, ვინც მთის პოპულარიზაციას ახდენს და გარემოს დაცვაში, ქვეყნის ეკონომიკაში და კულტურაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ბესიკ ხარანაული მთის პოპულარიზაციის საქმეში თავისი შემოქმედებით შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ბესიკ ხარანაულის მთავარი მცნება

ბესიკ ხარანაულის აღსარება

მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის მთავარი მცნება მისი შემოქმედებაა, მისი სათქმელია იმ თითოეული მკითხველისათვის, რომლებიც მის ახალ-ახალ ნაწარმოებები მოუთმენლად ელიან. შემოქმედი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ცხოვრება მძიმე ლოდია, მაგრამ მაინც – ყოველი დილა გაზაფხულია: “ყოველი დილა გაზაფხულია, რადგანაც იგი არ არის გუშინ. თუმცა უკვალოდ არ ჩაუვლია, თუმცა ნაცარი დატოვა გულში, მაგრამ ნაცარი უაზრობის კვალი როდია, […]

ბესიკ ხარანაული: “მძულს ყველა!”

ბესიკ ხარანაული: "მძულს ყველა!"

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული არ მალავს, რომ სძულს ყველა, ვისთვისაც სულერთია ადამიანი: “მძულს ყველა, ვისთვისაც სულერთია ადამიანი. ის მგზავრია და სულ იმას ცდილობს, რომ გაიხსენოს, საიდან მოდის. ისიც არ გიკვირთ, რომ ამხელა გზა გაიარა? მან მზე იხილა ამოოხვრაში და გადაწერა ყველაფერი, რაც კი იხილა! ნუ მოსთხოვთ მას, რაც არ შეუძლია და თავის თავსაც ნუ […]

ბესიკ ხარანაული ვაჟა ფშაველაზე

ბესიკ ხარანაული ვაჟა ფშაველაზე

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული ვაჟა ფშაველას შესახებ თავის ჩანაწერში მეტად საინტერესო ამბავზე მოგვითხრობს: “ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება – კი, ეგრე არის, სულ უბრალოდ, უმიზეზოდ ვღიზიანდები, კი, სწორი არის, ნერვიული გავხდი, სასტიკი. სიმართლეს ამბობ. და სიმართლე ხომ სიმართლეა, თუნდაც იგი ქალმა წარმოთქვას! მაგრამ ღირს კი თქმა, თუ არის ამის […]

ბესიკ ხარანაულის გენიალური განმარტება თავისუფლებაზე

ბესიკ ხარანაულის გენიალური განმარტება თავისუფლებაზე

მწერალსა და პოეტს ბესიკ ხარანაულს თავისუფლება ღმერთისგან ადამიანისთვის თავში სახლელად ნაჩუქარი განცდა ჰგონია. შემოქმედის გადაღებებიდან პატარა ნაწყვეტს მარიამო ჯანელიძე გვიზიარებს: “გადაღება დავასრულეთ და ვისხედით, ვლაპარაკობდით ამ მთისას და იმ მთისას. კიდევ კარგი ნიკა პატარაიას კამერა ჩართული ჰქონდა და მარტო საჩემოდ არ მეცოდინება, როგორ წაასწრო ბესიკმა თავისუფლებას.”

გაიზიარეთ ბესიკ ხარანაულის ზეიმი

გაიზიარეთ ბესიკ ხარანაულის ზეიმი

ბესიკ ხარანაულის შემოქმედების მოყვარულებს ახალი საჩუქარი ელით. “დიდი სმა” – ასე ეწოდება მწერლისა და პოეტის წიგნს, რომელსაც მკითხველი სულ მალე იხილავს. -მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა! – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს. ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული […]

ბესიკ ხარანაული – ეს გაზაფხული მე მოვიყვანე

ბესიკ ხარანაული წითელ პარასკევზე

”ეს გაზაფხული მე მოვიყვანე, რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე და, რაკი ზამთრით გადაიღალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე, ვიძალე ძალით და გადმოვძალე, ყოველი ფერით გადმოვითვალე, ყველა ყვავილი გადმოვიშალე, ყოველი წვეთით გადმოვიცალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე. ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ვიწვალე, მიშალეს, მაგრამ […]