ჭდე: ბერლინალე

ნახეთ პირველი კადრები თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმიდან

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის მიმართ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია. “მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც 1983 წელს გატაცებული თვიმფრინავის ამბავს შეეხება. რეჟისორის ახალი ნამუშევრის პრემიერა 15 თებერვალს ბერლინალეზე უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი ფილმიდან ნაწყვეტს ავრცელებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მცირე მონაკვეთის ხილვის საშუალებას აძლევს. ლაშა ბუღაძის და რეზო გიგინეიშვილის ერთობლივი სცენარის მიხედვით […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” ბერლინალეზე

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის “მძევლები” პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის ერთი წინასწარი ჩვენება უკვე მოეწყო. 15 თებერვალს კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეაფასებენ. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზე – თვითმფრინავის გატაცებაზეა, რომელსაც ქართული საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის […]

ბერლინალეს დირექტორი თბილისში ჩამოდის

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი თბილისში ჩამოდის. ლიტერ კოსლიკი საქართველოს პირველად ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინიც ჩამოვა. გერმანელი სტუმრის ვიზიტი თბილისში მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდება. ნიკოლაი ნიკიტინი კიდევ 3 დღის განმავლობაში დარჩება და ფესტივალისთვის შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს ნახავს. ბერლინალეს დირექტორმა თავად გამოთქვა სურვილი, ნახოს საქართველო, გაეცნოს ადგილობრივ კულტურას, გაესაუბროს სახელმწიფო […]

საქართველო ბერლინალეზე სპეციალური პროგრამით წარსდგა

ბერლინი საერთაშორისო კინოფესტივალს 65-ედ მასპინძლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოც. ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე წელს მეათედ წარსდგა. კინობაზრობაზე გაიხსნილია საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს […]

სიმინდის კუნძული კიდევ ერთ ნომინაციაზე წარადგინეს

გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთ ნომინაციაზე წარადგინეს და მას “კინო მშვიდობისთვის” ეწოდება. საერთაშორისო ფონდ “მწვანე ფილმის” მთავარი ნომინაციის “კინო მშვიდობისთვის” გამარჯვებული ბერლინში ბერლინალეს ფარგლებში 9 თებერვალს გალა-დაჯილდოებაზე გამოცხადდება. “კინო მშვიდობისთვის” არის საერთაშორისო ფონდი და ის ლეონარდო დიკაპრიომ და მიხეილ გორბაჩოვმა დააარსეს. ფონდი ყოველწლიურად სოციალურად და პოლიტიკურად აქტუალურ, მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმებს აჯილდოებს. “სიმინდის […]