ბერკლი

ვაჟა მანიას უდიდესი წარმატება ბერკლიში

ვაჟა მანიას უდიდესი წარმატება ბერკლიში

მომღერალი ვაჟა მანია მაყურებელმა “ჯეოსტარიდან” გაიცნო. მან თავისი ცხოვრება ბოლომდე მუსიკას დაუკავშირა და სწავლა ბერკლიში განაგრძო. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უამრავი მუსიკოსისთვის საოცნებო სასწავლებელში ქართველმა მომღერალმა წარმატებას მიაღწია. ამის დასტურია ის, რომ მაისში ვაჟა მანია ბერკლის წითელ დიპლომზე ამთავრებს. სამწუხაროდ, მომღერალი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადადის.

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

მომღერალი ანა დოიაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ანა ბანას” მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ბერკლის სტუდენტი გახდა. რეჟისორ დავით დოიაშვილის ქალიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და იანვრიდან მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ ანა დოიაშვილმა თავად გაავრცელა: “ბევრი სირთულის მიუხედავად დღეს ბერკლის სტუდენტი გავხდი! იანვრიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას! ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა!” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე […]