ჭდე: ბერძნული ნიჭიერი

ლაშა შენგელიას ფურორი ბერძნულ “ნიჭიერში”

ლაშა შენგელიამ ბერძნულ “ნიჭიერში” პირველივე გამოჩენიდან მოხიბლა ჟიური და მაყურებელი. ქართველი ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას და ურთულეს ილეთებს ასრულებს. გამონაკლისი არც ბერძნული “ნიჭიერის” ნახევარფინალი აღმოჩნდა. საწყისი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ლაშამ ბერძნული “ნიჭიერის” ნახევარფინალში ჟიურის და მაყურებელს შთამბეჭდავი ნომერი შესთავაზა. კონკურსანტის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული ჟიური და დამსწრე საზოგადოება ლაშა შენგელიას ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი […]

ლაშა შენგელიას მორიგი წარმატება ბერძნულ “ნიჭიერში”

ბერძნული “ნიჭიერის” ქართველმა მონაწილემ ლაშა შენგელიამ თავისი კიდევ ერთი წარმატებული გამოვლით ისევ აღაფრთოვანა ჟიური და დამსწრე საზოგადოება. ლაშამ ურთულესი სპორტული ილეთებით დიდი მოწონება დაიმსახურა და ბერძნული “ნიჭიერის” მომდევნო ეტაპზე უპრობლემოდ გადავიდა. ქართველი კონკურსანტი უკვე რჩეულებშია. ის ნელ-ნელა უახლოვდება გამარჯვებას და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

ქართველის წარმატება ბერძნულ “ნიჭიერში”

“ნიჭიერი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ქართველები სხვადასხვა ქვეყნის “ნიჭიერში” მონაწილეობენ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო პოპულარულს ხდიან. გამონაკლისი არც ლაშა შენგელიაა. ის საბერძნეთში, თესალონიკში ცხოვრობს. ლაშა სპორტით არის გატაცებული, ვარჯიში მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ლაშამ გადაწყვიტა ბერძნულ “ნიჭიერში” მონაწილეობა მიეღო და საკუთარი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა. ქართველმა სპორტსმენმა […]