ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი “ლირა” მართავს ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest. წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა პირველად საქართველოს ფესტივალების ისტორიაში, მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები. 7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი […]

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მასტერკლასებს გამართავს

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მასტერკლასებს გამართავს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ბათუმის კლასიკური მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მასტერკლასებს გამართავს. ფესტივალის ფარგლებში 17-21 სექტემბერს მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 8-16 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მასტერკლასები გაიმართება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობა […]