ბაჩანა ჭანტურია

ბაჩანა ჭანტურიას კარგზე კარგი ამბავი

ბაჩანა ჭანტურიას კარგზე კარგი ამბავი

ანსამბლ “სუხიშვილების” სოლისტის, მოცეკვავის ბაჩანა ჭანტურიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ხელოვანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ლევან ღვინჯილია შეცვალა. სასიხარულო ინფორმაცია “სუხიშვილების” ანსამბლმა გაავრცელა: “ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში! გვეამაყება, რომ ჩვენი გაზრდილი უკვე სამი მოცეკვავე ხელმძღვანელობს სახელმწიფო ანსამბლებს.”

ბაჩანა ჭანტურია არაჩვეულებრივი იდეით

ბაჩანა ჭანტურია არაჩვეულებრივი იდეით

ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურია არაჩვეულებრივი იდეით წარსდგა საზოგადოების წინაშე. “პირჩოხა” – ასე უწოდა ვახო კაკულიამ “ნაციონალური სამოსის სახლის” მიერ შემოთავაზებულ ქართული ელემენტებით შექმნილ პირბადეს, რომელიც საზოგადოებამ ძალიან მოიწონა.

ბაჩანა ჭანტურიას საჩუქარი ცეკვის მოყვარულებს

ბაჩანა ჭანტურიას საჩუქარი ცეკვის მოყვარულებს

ანსამბლ “სუხიშვილების” სოლისტმა ბაჩანა ჭანტურიამ ქართული ცეკვის მოყვარულებს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადა. პროფესიონალმა და გამოცდილმა ქორეოგრაფმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთიდან დევნილ 6-დან 15 წლამდე ბავშვებს ქართული ცეკვები უფასოდ შეასწავლოს. ცეკვის გაკვეთილები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში უზნაძის 68 ნომერში ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 558 11 56 13 ან 593 42 49 […]