ჭდე: ბაბუა

სტინგი სამგზის ბაბუაა

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სტინგი ბაბუა მესამედ გახდა. ეს სასიამოვნო სიახლე უცხოელ ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ ტრუდი სტაილერმა განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელმა გოგონამ გაუჩინა მათ შვილიშვილი: “ჩვენი პატარა ძალიან საყვარელი გოგონაა. მე და ჩემს მეუღლეს ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. ეს საოცარი განცდაა და ჩვენ ორივე კარგად ვგრძნობთ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდი დაგვიდგა.” […]

Snoop Dogg-ი ბაბუა გახდა

43 წლის ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი Snoop Dogg-ი ბაბუა გახდა. მას შვილიშვილი 21 წლის ბიჭმა კორდი ბროადუსმა აჩუქა. პატარა ბიჭუნას მშობლებმა ზაიონი დაარქვეს. ინფორმაცია პირველი შვილიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით რეპერმა იმავე დღეს გაავრცელა. მომღერალმა თავის მიკრობლოგზე რამდენიმე ფოტო გაავრცელა და მიაწერა: “ამაყი ბაბუა. ჩემმა შვილმა პირველი შვილიშვილი ზაიონი მაჩუქა. მადლობა ღმერთს.”