ჭდე: ავთო მახარაძე

ავთო მახარაძე – დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე “მონანიებიდან”

ავთო მახარაძე - დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე "მონანიებიდან"

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “მონანიება” მსახიობ ავთო მახარაძისთვის შემოქმედებითი მწვერვალია. ფილმის სცენარი რეალურ ამბავზე შეიქმნა. ნოდარ წულეისკირმა თენგიზ აბულაძეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უამბო: ვიღაც პროკურორმა ბიჭს მამა გადაუსახლა და დედამისი საყვარლად გაიხადა. დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ უბედურებას ბიჭმა ვერ გაუძლო და როცა კაცი გახდა, ის პროკურორი საფლავიდან ამოთხარა. სწორედ ეს ისტორია გახდა […]

ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება

ავთო მახარაძე - დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე "მონანიებიდან"

მსახიობი ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელოვანი კვლავ საყვარელ საქმეში ჩაერთვება. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, “შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ. 15 მარტს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, მსახიობი რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად 25-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ავა და მასტერკლასს ჩაატარებს სტუდენტებისთვის. ნიკოლოზ წულუკიძე: “მასტერკლასი ჩატარდება მხოლოდ სტუდენტებისთვის. […]