ჭდე: ატენის სიონი

SOS ატენის სიონი!

SOS ატენის სიონი!

ატენის სიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, ატენის სიონის ინფრასტურქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით: “SOS ატენის სიონი – შემთხვევით გადავაწყდი ატენის სიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერს. ჩავხედე პროექტს. ატენის სიონისათვის აპირებენ მანქანების სადგომის გაკეთებას და ტუალეტებისაც. ორივე საჭიროა და აუცილებელი. ორივესთვის ადგილი კარგადაა შერჩეული. მაგრამ, მაგრამ! ავტოსადგომიდან ატენის სიონისაკენ შეკიდული ბილიკის მოწყობაა […]

ატენის სიონის დამახინჯება გრძელდება

ატენის სიონის დამახინჯება გრძელდება

ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყება იმ ადამიანებმა გააპროტესტეს, რომლებისთვისაც ეს ფაქტი უნიკალური ძეგლის დამახინჯების ტოლფასია, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ატენის სიონთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა: “აი, ამ მოსამართლემ – ხატია არდაზიშვილმა თქვა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემა […]

“ამას რა ჰქვია?”

კითხულობს მარიამ ლორია და ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის ფოტოს აქვეყნებს: “ამას რა ჰქვია? ალამაზებენ და ამშვენებენ კულტურულ მემკვიდრეობას? ატენის სიონს თუ არ მიადგი ბლოკი და ბეტონი, ისე ვერ იქნები კაი ქართველი!” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ატენის სიონის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

“ვითხოვ მიმდინარე სამუშაოების აღკვეთას”

მედია-კავშირ ობიექტივის პროდიუსერმა ანი კიკნაძე პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ატენის სიონში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. ანი კიკნაძე: “27 ოქტომბერს პროკურატურაში განცხადება ჩავაბარე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე. მოვითხოვე დაწყებულიყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 (3) მუხლით – “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა”. ვითხოვ მიმდინარე სამუშაოების აღკვეთას. რამდენიმე […]

“იმაზე მეტი რაა სირცხვილი…”

SOS ატენის სიონი!

მედია-კავშირი ობიექტივის პროდიუსერი ანი კიკნაძე ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს: “ასე ექცევიან კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენს ქვეყანაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ატენის სიონის გვერდით, ეს მშენებლობა, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს, შეჩერდა, რადგან მედია გააქტიურდა, დღეს კი უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. იმაზე მეტი რაა სირცხვილი, რომ ასეთ ძეგლს არც ერი უფრთხილდება და არც ბერი. კულტურის […]

ატენის სიონს საფრთხე ემუქრება

SOS ატენის სიონი!

საქართველის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ატენის სიონი საფრთხეშია. ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, ამჟამად ხარაჩოებშია ჩასმული და სპეციალისტების მიერ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე მის სიახლოვეს დაწყებულ მშენებლობაშია. აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ამ უნიკალურ ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: “ნახეთ, თუ რა მდგომარეობაშია ატენის სიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ნუთუ, […]