ჭდე: არიელ ცუკერმანი

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის

21 სექტემბერს, 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე მსმენელის წინაშე წარსდგება გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და თელავის ფესტივალის დიდი მეგობარი კოლია ბლახერი. კონცერტზე დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. საღამოზე შესრულდება ბრიტენის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 15 და ეს იქნება პრემიერა საქართველოში. ფესტივალს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. წელს […]

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს

13 ოქტომბერს 19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. სოლისტები იქნებიან პიანისტი ელისო ვირსალაძე და ჩელისტი ალექსანდრ რამი – ვიოლონჩელისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ჰელსინკის Paulo Cello Competition-ის და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე შესრულდება ელგარის […]

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია თელავში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. საფესტივალო ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. საკონცერტო პროგრამაშია: რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“ და პროკოფიევის კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის სოლ მინორი. კონცერტი 6 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ახალი სახელები მუსიკის სერთაშორისო ფესტივალზე თელავში

14 ოქტომბერს 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ფესტივალზე შეკრებილ მსმენელს ახალ სახელებს წარუდგენს. თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება კონცერტი და მასში მონაწილეობას მიიღებენ საფესტივალო ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა, დირიჟორი არიელ ცუკერმანი და სოლისტები გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), ჯაიუნ ლი (ვიოლინო), დანიელ პეტრიკა ჩობანუ (ფორტეპიანო). საკონცერტო პროგრამაშია კახა ცაბაძის „ეპიტაფია“ ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ედუარდ ბრუნერის ხსოვნას […]

“განსაკუთრებულ მოვლენასთან შეხვედრა გელოდებათ”

სანდრო ნებიერიძე: "ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ!"

ასე აანონსებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტს დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, სადაც 15 წლის პიანისტისა და კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა გაიმართება. ნაწარმოები სერგეი პროკოფიევს ეძღვნება. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს 14 ოქტომბერს ჰპირდება. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. კონცერტზე […]