Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ანუკი არეშიძე

ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსში

ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსში

ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით მსოფლიო ვარსკვლავები ინტერესდებიან. გიორგი ქებურია, ავთანდილი, დები მაჭარაშვილები, ანუკი არეშიძე, დემნა გვასალია, თამუნა ინგოროყვა, დევიდ კომა – ეს იმ ქართველი დიზაინერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კოსტიუმებიც მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს აცვიათ. პოპვარსკვლავმა ჯესი ჯეიმ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ვერცხლისფერი სამოსით იპოზიორა.

ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრია 

ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრია 

მილანი მოდის მოყვარულთა და კრიტიკოსთა მთავარი სამიზნეა. გუჩი, პრადა, არმანი, ვერსაჩე, ტრუსარდი – ეს იმ ცნობილი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც იტალიაში შეკრებილ საზოგადოებას თავის ახალ კოლექციებს წარუდგენენ. მილანში მოდის კვირეული ოფიციალურად 22 თებერვალს იხსნება. კვირეულის ორგანიზატორის Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და მისი ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი […]

ანუკი არეშიძის იტალიური წარმატება

ანუკი არეშიძის იტალიური წარმატება

დიზაინერი ანუკი არეშიძე თავისი ბრენდით ” ANOUKI” Vogue Italia -ს და Yoox.com-ის ახალბედა ბრენდების/ნიჭიერი დიზაინერების კონკურსში მონაწილეობს. ანუკიმ ახალი კოლექცია იტალიაში შოუ რუმში განათავსა. კონკურსანტების კოლექციები დაათვალიერეს ანა ვინტურმა, სიუზი მენქსმა, ფრანკა სოზანიმ, ანა დელო რუსომ. ვოგის ლეგენდა ანა ვინტური ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის კოლექციით დაინტერესდა. Vogue Italia-ს პროექტში “The Next Talents” ყოველწლიურად მილანში იმართება და ახალი […]

ანუკი არეშიძე კიევის მოდის კვირეულზე

ანუკი არეშიძე კიევის მოდის კვირეულზე

ახალგაზრდა დიზაინერი ანუკი არეშიძე თავის ახალ კოლექციას კიევის მოდის კვირეულზე წარადგენს. შემოდგომა-ზამთარი 2016-2017 წლის კოლექციით ქართველი დიზაინერი Mercedes-Benz Kiev Fashion Days F/W 2016-17 პირველად მიიღებს მოლნაწილეობას. მოდის კვირეული უკრაინელ, ქართველ, რუს და სომეხ დიზაინერებს მასპინძლობს. ანუკი არეშიძესთან ერთად, კიევის მოდის კვირეულზე თავის ნამუშევრებს კიდევ სამი ქართველი დიზაინერი წარადგენს Lalo, MACHABELI და Tatuna Nikolaishvili. დიზაინერი ანუკი […]

ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას პარიზში შეაფასებენ

ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას პარიზში შეაფასებენ

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ახალ კოლექციას პარიზში შეაფასებენ, სადაც მოდის კვირეული მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები მონაწილეობენ. ანუკი თავის ახალ კოლექციას MORE DASH-ის შოურუმზე წარმოადგენს. მისი კოსტიუმების შექმნის ინსპირაციის წყარო ამჯერად შუასაუკუნეების მამაკაცი გახდა. ანუკის გადაწყვეტილებით, მან კიდევ უფრო მოდერნიზებული გახადა ამ პერიოდის მამაკაცის ჩაცმულობა და მაქსიმალურად მიუსადაგა ქალბატონებს, რომლებიც ძლიერი ხასიათით […]

VOGUE-მ ანუკი არეშიძე საუკეთესოდ დაასახელა

VOGUE-მ ანუკი არეშიძე საუკეთესოდ დაასახელა

ახალგაზრდა დიზაინერის ანუკი არეშიძის ბრენდი ANOUKI კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე ორი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ანუკის კოლექციები საუკეთესოდ მიიჩნია იტალიურმა VOGUE-მ და More Dash showroom-ის 4 საუკეთესო ბრენდთა შორის უპირობო ლიდერად დაასახელა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის მტკიცებით, ანუკის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის […]

ანუკი არეშიძემ რუსეთში მაღაზიები გახსნა

ანუკი არეშიძემ რუსეთში მაღაზიები გახსნა

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რუსეთში მაღაზიები გახსნა. კახი კალაძის მეუღლემ, რომელიც მოდელი იყო და კარიერას თავი მეუღლის თხოვნით დაანება, დიზაინერობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ანუკი კოლექციებს ბიჭოლასთან ერთად ქმნიდა. მათი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა უკრაინაში, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ორივე დიზაინერმა დამოუკიდებლად დაიწყო კოლექციების შექმნა. ბიჭოლა ახლაც უკრაინაშია და იქ მოღვაწეობს, ანუკი კი […]

ანუკი არეშიძის ჩვენება პარიზში მოეწყობა

ანუკი არეშიძის ჩვენება პარიზში მოეწყობა

დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალ კოლექციას პარიზში წარმოადგენს. ანუკის მიერ გაზაფხული-ზაფხული 2016 წლისთვის შექმნილი კოსტიუმები უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია. ანუკი More dash-ის შოურუმში მიიღებს მონაწილეობას. მისი ახალი კოლექცია ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და კოსტიუმებში სადა ქსოვილებთან ერთად კუბოკრული ნაჭრები და მისგან გამოჭრილი ორნამენტები დომინირებს. დიზაინერი აქტიურად იყენებს ჯიბეებს, აპლიკაციებს და ორიგინალურ დეტალებს. ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციის გადაღებები უკვე დასრულებულია. […]

ვინ წარადგენს კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე?

ვინ წარადგენს კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე?

თბილისის მოდის მე-11 კვირეული 16-19 აპრილს გაიმართება და მას ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, […]