ჭდე: ანსამბლი მეტეხი

“ქართველ ერს ფილარმონია წაართვეს”

ანსამბლ “მეტეხის” ხელმძღვანელი და დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმი საქართველოს დაღუპავს. მისი აზრით, ქვეყანამ თავი ინტელექტუალური ბიზნესით უნდა ირჩინოს. გელოდი ფოცხიშვილი: “მე კიდევ ვიძახი, საქართველოს ტურიზმი ვერ გადაარჩენს! ტურიზმი დაღუპავს საქართველოს! აღმაშენებლის გამზირი უკვე თურქული ირანული და არაბული სუნით ყარს…. ათასი სიბინძურე და სენი შემოაქვთ საქართველოში. საქართველომ თავი ინტელექტუალური ბიზნესით უნდა ირჩინოს… ნუ ააოხრებინებთ […]

“დავიღალე ამდენი ტყუილებით”

– დავიღალე ამდენი ტყუილებით, ეს დედა აფეთქებული ისტორიას რატომ ეწინააღმდეგები, არ გრცხვენია ამდენი ზერელე “პრომოუშენით”. არაფერ შუაშია აქ შური და ღვარძლი, დამერწმუნეთ! – აცხადებს ანსამბლ ”მეტეხის” ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი და ქართულ ქორეოგრაფიულ სამყაროში არსებულ სიტუაციას აფასებს. დავით ფოცხიშვილი: “როგორც ვხედავ, მხოლოდ ერთი ანსამბლი არსებობს საქართველოში და ამას შეეგუეთ ყველა! ნუ გექნებათ პრეტენზია იმაზე, რომ ღმერთმა […]

ანსამბლ ,,მეტეხს” ვარსკვლავს გაუხსნიან

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხის” ვარსკვლავი გაიხსნება. ინფორმაციას ანსამბლის დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს: “1978 წლიდან ვინც კი ანსამბლ “მეტეხის” ისტორიაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა ყველას გილოცავთ, ყველა თაობას გილოცავთ ამ წარმატებას… კონცერტზე მაყურებელი იხილავს უამრავ ახალ ქორეოგრაფიულ საავტორო დადგმას, მუსიკას, კოსტუმებს. “შოუს” დიზაინც განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება… 25 დეკემბერს საქართველოს ქორეოგრაფიული […]

ანსამბლი ,,მეტეხი’’ გრანპრის მფლობელია

სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანსამბლმა “მეტეხი” უმაღლესი ჯილდო – გრანპრი დამსახურა. ფესტივალში 24 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა. წელს ანსამბლმა უკვე მეორე გრანპრი მიიღო. პირველად უმაღლესი ჯილდო ქართველ მოცეკვავეებს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტვიალზე გადასცეს. ინფორმაციას ანსამბლის გამარჯვების შესახებ მისი დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს: – თამამად შეგიძლიათ მოგვილოცოთ გამარჯვება! ვულოცავ ჩვენს დასს წარმატებას! წელს ჩვენმა კომპანიამ მეორე “გრანპრი” […]