ჭდე: ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე გამარჯვებულია

ანრი ჯოხაძე გამარჯვებულია

მომღერალი ანრი ჯოხაძე მუსიკალური დაჯილდოების “ოქროს ტალღის” გამარჯვებულია. მან სიმღერით “ცივი ნოემბერი”, რომელიც პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსზე დაწერა, მთავარი ჯილდო მოიგო. ანრი ჯოხაძე: “ცივი ნოემბერი” წლის საუკეთესო სიმღერა. “ოქროს ტალღის” მთავარი ჯილდო. დიდი მადლობა რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ასეთი დაფასებისთვის, მეგობრობისთვის და ნდობისთვის. მადლობა მილიონობით მსმენელს, რომლებმაც ეს სიმღერა შეიყვარა და ციფრებით განაგრძობს სოც ქსელში ამის დაფიქსირებას. […]

ანრი ჯოხაძის გაფრთხილება

ანრი ჯოხაძის გაფრთხილება

მომღერალ ანრი ჯოხაძის გაფრთხილება ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც შურიანია. ანრი ევროვიზიის ქართული ჟიურის მიერ თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას აპროტესტებს: “თამთას 6 ქულა ქართული “პროფესიონალი” ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას ლეველს! მხოლოდ საქართველოში არ გაპატიებენ წარმატებას. შური კლავს, მეგობრებო!”

ანრი ჯოხაძის საახალწლო საჩუქარი

ანრი ჯოხაძის საახალწლო საჩუქარი

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სრულიად საქართველოს ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი შესთავაზა. სიმღერა ანრის დედამ, კომპოზიტორმა რუსუდან ჩხაიძემ დაწერა, სიმღერისთვის ვიდეორგოლი კი ანრიმ თავად გადაიღო. “თოვს და თოვს” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ანრი ჯოხაძე, ბიგ თიკო და “მეკო სტუდიოს” პატარა მომღერლები ასრულებენ.

ნიკო გომელაურის ლექსი ანრი ჯოხაძემ აამღერა

ნიკო გომელაურის ლექსი ანრი ჯოხაძემ აამღერა

ნიკო გომელაურის პოეზია ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია. ნიკოს ლექსები ათასობით პოეზიის მოყვარულმა ზეპირად იცის. ანრი ჯოხაძემ ნიკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის “ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს” ამღერება გადაწყვიტა და მასზე ვიდეორგოლიც თავად გადაიღო. “შენთვის” – ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომლის ვიდეორგოლშიც ცნობილი სახეები მონაწილეობენ. ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ნუკი კოშკელიშვილი, თაკო აბაშიძე, მაკა შალიკაშვილი, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გილიგაშვილი, […]

მოუსმინეთ ანრი ჯოხაძის ახალ სიმღერას

მოუსმინეთ ანრი ჯოხაძის ახალი სიმღერას

– დამიჯერე, ოდესმე ჩვენთანაც მოვა სიბერე და სევდად დამრჩება რაც ვერ გიმღერე, – მომღერალმა ანრი ჯოხაძემ თავის ერთგულ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ულამაზესი ვიდეორგოლი შესთავაზა. “მე და შენ” – ასე ჰქვია კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას, რომლის ლექსი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის, ვიდეოს რეჟისორი თავად ანრი ჯოხაძეა, ოპერატორი კი რომა სიმონიანი. ვიდეორგოლში მონაწილეობენ საშკა და […]

ანრი ჯოხაძე ლეილა აბაშიძეზე: “ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას”

ანრი ჯოხაძე ლეილა აბაშიძეზე: "ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას"

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ქართული კინოს ლეგენდასთან ლეილა აბაშიძესთან გამომშვიდობება თავისებურად გადაწყვიტა. მან მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმიდან “შეხვედრა მთაში” სიმღერა “გაზაფხულდა აყვავილდა ნუში” ახლებური ინტერპრეტაციით შეასრულა: “ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას, ქართული კინოს ლეგენდას”.  

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გარდაიცვალა. 88 წლის მსახიობის გარდაცვალება ათასობით მაყურებელმა გულწრფელად განიცადა. მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი: “ყველას რომ გული დასწყდა, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც – წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული, წლები არ გახსენებია არც ერთ რეჟისორს, არც ღონისძიებებზე იწვევდნენ, არც არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ… იყო ცოცხალი, მაგრამ არავის […]

“რა ახსნა აქვს ამას?!”

კითხულობენ მომღერლები, მსახიობები, პროდიუსერები, თუ რიგითი მაყურებლები და საბავშვო ევროვიზიაზე ქართული ჟიურის მიერ რუსი კონკურსანტისთვის უმაღლესი 12 ქულის მინიჭებას აპროტესტებენ: ანრი ჯოხაძე, მომღერალი: “თურმე ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია… “ღრუზინული ჟიური”. კოკო როინიშვილი, მსახიობი: “რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია…. სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ […]

ანრი ჯოხაძე ბოროტმოქმედების მსხვერპლია

მომღერალი ანრი ჯოხაძე ბათუმში ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა. ანრის მანქანას გაქურდვის მცდელობით უცნობმა პირებმა უკანა კარის მინა ჩაუმსხვრიეს: ”გმადლობთ! ნახვამდის!” – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მომღერალი. ანრი ჯოხაძემ მომხდართან დაკავშირებით პატრული გამოიძახა და საქმის კურსში ჩააყენა. ინფორმაცია და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან მაგდა ბერსენაძემ გაავრცელა: “გაოცებული ვარ, ადამიანს ქურდავდნენ, მატერიალურ ზარალს აყენებდნენ, ის ამაზე არ ნერვიულობდეს და […]

უკანასკნელი საჩუქარი გივი ბერიკაშვილს

დღეს სრულიად საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარულ მსახიობს გივი ბერიკაშვილს. მსახიობი ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილს უკანასკნელი საჩუქარი მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გაუკეთა და მას სპეციალური სიმღერა და ვიდეორგოლი მიუძღვნა. ანრიმ სპექტაკლიდან “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” გოგი ცაბაძის სიმღერის “ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია” ახლებური ვერსია ჩაწერა. სიმღერაზე […]