ანდრო სიმაშვილი

მომღერალი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა

კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი, არაერთი თაობის აღმზრდელი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა: “კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანიც გარდაიცვალა – ანდრო სიმაშვილი. მრავალი თაობის აღმზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა, სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. […]

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

92 წლის უხუცეს ლოტბარს ანდრო სიმაშვილს თელავის თეატრში კონცერტს მიუძღვნიან. საღამო 20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გაიმართება. ცნობილი მომღერალი და ლოტბარი სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. ის სოფელ ართანას მკვიდრია. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. მოგვიანებით ანსამბლ “ართანის” […]