
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი… ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი… საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?“ ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი… მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი… დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?“ მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები… მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები… ბარად შრიალებს ჭადარი, […]