
“შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თერგს და დარიალს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად რომ იჩქარიან, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს მამაც გმირებს, – გზა საომარი მხნედ რომ გალიეს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! თავისუფლების, შრომის და ბრძოლის ძლიერ არმიებს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! რიონს და ჭოროხს, მტკვარსა […]