ანა დოიაშვილი

ანა დოიაშვილი: “ვუძღვნი ყველა მიტოვებულ, მარტოობისგან დაღლილ ადამიანს”

ანა დოიაშვილი

მომღერალი ანა დოიაშვილი ბერკლის სამუსიკო კოლეჯში სწავლობს. ის რეჟისორ დავით დოიაშვილის შვილია და მისი მუსიკალური შესაძლებლობები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ანამ მამის სპექტაკლისთვის “მეფე ლირი”, რომელიც დავით დოიაშვილმა ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში დადგა, ბიძინა კვერნაძის სიმღერა “წვიმა” შეასრულა: “ვუძღვნი ყველა მიტოვებულ, მარტოობისგან დაღლილ ადამიანს.” მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, სიმღერაზე ვიდეორგოლი ბუქარესტში დადგმული სპექტაკლიდან “მეფე […]

სროლა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯთან

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ბერკლიში სასწავლებლად წასული ქართველი მომღერალი ანა დოიაშვილი ყვება: “მანქანით იყო ვიღაც კაცი, უცბად გააჩერა, ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა. ერთი კაცია გარდაცვლილი, მეტი არაფერი ვიცით. პოლიციამ გადაკეტა ქუჩა. მეტი სიახლე არც ჩვენ ვიცით.”

“ვულოცავ გიორგის წარმატებას, თუ ეს მას ამად უღირს”

"ვულოცავ გიორგის წარმატებას, თუ ეს მას ამად უღირს"

სოჭში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “ახალი ტალღა 2016” საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გიორგის წარმატება უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მათ შორისაა რეჟისორ დავით დოიაშვილის შვილი, ახალგაზრდა მომღერალი ანა დოიაშვილი, რომელიც იანვრიდან ბერკლიში ისწავლის: “კი, ყველას წარმატება უნდა გვიხაროდეს! რა ვქნა, თუ ოთარ ჯორჯიკიას, მარიამ ნაჭყებიას, ირაკლი მურჯიკნელის და გიორგი […]

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

მომღერალი ანა დოიაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ანა ბანას” მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ბერკლის სტუდენტი გახდა. რეჟისორ დავით დოიაშვილის ქალიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და იანვრიდან მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ ანა დოიაშვილმა თავად გაავრცელა: “ბევრი სირთულის მიუხედავად დღეს ბერკლის სტუდენტი გავხდი! იანვრიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას! ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა!” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე […]