ალექსანდრე კორსანტია

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია თელავში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. საფესტივალო ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. საკონცერტო პროგრამაშია: რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“ და პროკოფიევის კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის სოლ მინორი. კონცერტი 6 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

საიუბილეო ”ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება

საიუბილეო ”ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება

4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება. ორგანყოფილებიან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და სოლისტები ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (საქართველო/აშშ) და ნიკოლოზ გვრიტიშვილი – ლიტავრები. პირველ განყოფილებაში აჟღერდება ალექსი მაჭავარიანის „დოლური“. მისი კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვახტანგ მაჭავარიანია. მეორე განყოფილებაში დამსწრე საზოგადოება […]

ალექსანდრე კორსანტია: “მობრძანდით და მოგვისმინეთ”

ალექსანდრე კორსანტია: "მობრძანდით და მოგვისმინეთ"

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” სტუმარია. 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში პიანისტი საქართველოში პრემიერას დაუკრავს – გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი: – ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშნველოვანესია. მართლა არიან ასეთი ადამიანები და ძალიან ცოტანი არიან, რომ თავის პატარა ლოკალურ კულტურაში ტოვებენ უზარმაზარ ენერგეტიკას. მაგრამ ამავე დროს, უცხოეთში, […]

“ღამის სერენადები” 10 წლისაა

"ღამის სერენადები" 10 წლისაა

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” ათი წლისაა. ბათუმი-თბილისის X საიუბილეო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, განუმეორებელი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი […]

ჩაიკოვსკის იუბილე თბილისში აღინიშნება

ჩაიკოვსკის იუბილე თბილისში აღინიშნება

7 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომლის ორგანიზოტორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი” და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებთან თეიმურაზ გუგუშვილთან, ირინე რატიანთან, მარიკა მაჩიტიძესთან, ელენა პუტილოვასთან, ნიკოლოზ ლაგვილავასთან, ზაალ ხელაიასთან ერთად საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. […]