ალექსანდრა მასალევა

ამომავალი ვარსკვლავები ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს 19 საათზე ამომავალი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პიანისტები ანა ყიფიანი, დავით ალადაშვილი და ალექსანდრა მასალევა დაუკრავენ. პიანისტებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. ამომავალი ვარსკვლავების საკონცერტო პროგრამაშია მასკანის ინტერმეცო ოპერიდან “სოფლის ღირსება”, ბახის საფორტეპიანო კონცერტი N1 BWV 1052, მოცარტის […]

ბათუმში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება

2017 წლის 2-8 სექტემბერს, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს მეხუთედ ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest. ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია და იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები: ელისო ბოლქვაძე, ლისტის ორკესტრი, პეტრო დე მარია, დავით მუქერია, მიშელ სონი, ალექსანდრა მასალევა, ქართული […]