ჭდე: ალენ დელონი

ოქროს პალმის რტო ალენ დელონს

ოქროს პალმის რტო ალენ დელონს

რიგით 72-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეგენდარულ მსახიობს ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს. პრიზი მამას შვილმა – 28 წლის ანუშკა დელონმა საზეიმო ვითარებაში გადასცა. 83 წლის მსახიობს ჯილდო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. ალენ დელონის დაჯილდოებას წინ სკანდალი უძღოდა – ამერიკული ორგანიზაციის ”ქალები და ჰოლივუდი” აქტივისტებმა მსახიობს რასისტი, ჰომოფობი და სექსისტი უწოდეს.

ალენ დელონის ყველაზე დიდი სიყვარული

ალენ დელონის ყველაზე დიდი სიყვარული

82 წლის მსოფლიო ვარსკვლავის ალენ დელონის სასიყვარულო ურთიერთობებთან არაერთი ცნობილი და ულამაზესი ქალბატონის სახელი და გვარია დაკავშირებული. “არტინფო” მსახიობის ყველაზე დიდ სიყვარულს გაგაცნობთ, რომელიც არა სუსტი სქესის ქალბატონი, არამედ მისი უერთგულესი ოთხფეხა მეგობრებია. ალენ დელონი: “თქვენ გგონიათ ჩემმა ძაღლებმა იციან, რომ ალენ დელონი ვარ? მათთვის ეს სულ ერთია! ჩემს ძაღლებს ვუყვარვარ, მათ არ იციან ვინ […]

ალენ დელონის უკანასკნელი სურვილი

82 წლის მსოფლიო ვარსკვლავმა ალენ დელონმა ფრანგულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, 60-წლიან სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა და თავისი უკანასკნელი სურვილიც გაანდო. როგორც მსახიობმა ჟურნალისტს განუცხადა, მისი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ძაღლების გვერდით დაიკრძალოს: “არის რაღაცეები, რასაც ვერ ვიტან. ამ სამყაროში ყველაფერი ტყუილზეა აგებული, არ არსებობს პატივისცემა, არსებობს მხოლოდ ფული, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემთვის კი ღირებული […]

ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა

81 წლის მსოფლიო ვარსკვლავი ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მსახიობი თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს მისი საყვარელი ქალბატონი მირეი დარკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ალენ დელონის ჰოსპიტალიზირებასთან დაკავშირებით, მისმა 27 წლის შვილმა ანუშკა დელონმა პრესას დაუდასტურა: “მამამ ძალიან რთულად გადაიტანა თავისი საყვარელი ადამიანის მირეი გარდაცვალება, მაგრამ ეს მის საავადმყოფოში მოხვედრასთან […]

ალენ დელონი უკანასკნელ ფილმში

– ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ფილმი, – განუცხადა ჟურნალისტებს ალენ დელონმა. მსოფლიო კინოლეგენდა თავის უკანასკნელ ფილმში შემოდგომაზე ითამაშებს და ამით 81 წლის ვარსკვლავი კინემატოგრაფს სამუდამოდ დაემშვიდობება. ფილმს რეჟისორი პატრის ლეკონტი გადაიღებს. ალენ დელონი თავისივე ასაკის მამაკაცს განასახიერებს, რომელსაც 50 წლის ქალი შეუყვარდება. მსახიობს პარტნიორობას არაჩვეულებრივი ჟულიეტ ბინოში გაუწევს. – ბრწყინვალე მსახიობია, ის ძალიან მომწონს, – […]

გაიცანით – ქართველი ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ყველა დროში ნომერ პირველ მსახიობად რჩება. 82 წლის ვარსკვლავის პროფესიოანლიზმს აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი. დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებას ქართველ ალენ დელონს აცნობს: “რეზიკო გიგინეიშვილი – თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო კინორეჟისორი. მქონდა ბედნიერება თვალყური მედევნებინა გადასაღებ მოედანზე როგორ მუშაობდა და ამიტომაც ვაძლევ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას. ისიც მიხარია, რომ ამ ფილმთან ერთად […]

ალენ დელონი: “ასეთი ნორმა შოკში მაგდებს!”

მსოფლიო კინოვასრკვლავი ალენ დელონი თავისი ასაკის შესაბამისად ცდილობს XXI საუკუნის გამოწვევებს ფეხი აუწყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც რადიკალურად არ ეთანხმება და ამას საჯაროდაც აპროტესტებს: „ორმოცი წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია. ერთნაირსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების […]

ალენ დელონის გამოსათხოვარი წერილი

ფრანგული კინოს ლეგენდა – ალენ დელონი დღემდე სუსტი სქესის წარმომადგენლების გულთამპყრობელია. მართალია, ვარსკვლავს ფილმებში აქტიურად აღარ იღებენ და ახალ-ახალ კინოგმირებსაც აღარ ქმნის, მაგრამ ქალბატონებს ის მაინც წრფელი სიყვარულით უყვართ. მათ შორის კი გამორჩეულია ერთი ქალბატონის სიყვარული – ეს რომი შნაიდერია. მსოფლიოს ორი კაშკაშა ვარსკვლავის ალენ დელონის და რომი შნაიდერის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მათ მართლა ძლიერი […]

ალენ დელონი: ’’მე ნუ დამადანაშაულებთ’’

ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი თბილისში ჩამოვიდა და 12 თებერვალს პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო საღამოს სპორტის სასახლეში წაიყვანს. კონცერტამდე ერთი დღით ადრე მსახიობი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა: – საქართველოზე და ქართველების შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ 10 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძემ და გორბაჩოვმა დამაჯილდოვეს, მაშინ გავიგე, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა. […]

პაატა ბურჭულაძე უფასო ბილეთებს დაარიგებს

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს 60 წლის იუბილეს ზეიმობს. სპეციალურად ამ საღამოს წასაყვანად თბილისში უკვე ჩამოვიდა ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი. 11თებერვალს სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასს“ ესტუმრებიან ალენ დელონი და კონცერტის მონაწილე მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები. სპეციალურად ამ დღისთვის საგანგებოდ გადაიკეტება „არტპალასის“ მიმდებარე ქუჩა და დაიგება წითელი ხალიჩა. იმ ათას სტუდენტს, რომელიც „არტპალასთან“ შეიკრიბება […]