ჭდე: ალბომი

,,გამოუვალი მდგომარეობა’’ ალბომს გამოსცემს

ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ სერიალის ბენდი გაცოცხლდა. ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. […]

მოქვის სახარება ალბომად გამოიცა

მოქვის უნიკალური სახარება ალბომის სახით გამოიცა. ილუსტრირებული წიგნი სამ ენაზე ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა. შუა საუკუნეებში აფხაზეთში მოქვის მონასტერში გადაწერილ სახარებას რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა და ის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ძვირფას ექსპონატს წარმოადგენს. სპეციალისტების რჩევით, სახარების ხშირი გამოფენა დაუშვებელია, ამიტომაც სახარება ალბომის სახით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების […]

მერილინ მენსონმა მეცხრე ალბომი გამოუშვა

როკერმა მერილინ მენსონმა საზოგადოებას თავისი ახალი ალბომის ”Pale Emperor” შესახებ აცნობა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 19 იანვარს არის დანიშნული. პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი ერთ-ერთ სტრიმნიგ სერვისზე მომღერლის მეცხრე ალბომის სტუდიური ჩანაწერი გამოქვეყნდა. მასში 10 მუსიკალური კომპოზიციაა გაერთიანებული. 2014 წლის ბოლოს მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველად 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია თავისი ახალი ნამუშევრის წარმატებაში. […]

ანა კალანდაძის იუბილეზე ალბომი გამოიცა

"პირველი სიტყვა, რომელიც ანა კალანდაძის მისამართით გავიგონე, ბოროტი იყო"

ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო ალბომი გამოიცემა. 22 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სიუბილეო საღამო და სამახსოვრო ალბომის ,,ორი ანა“ პრეზენტაცია გაიმართება. ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საღამოზე ანა […]

ნინა სუბლატი: 1000 ამდენს ავიტან!

ნინა სუბლატი: "ბოდიში, მაგრამ..."

”საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში თავის გადატვირთულ საქმიანობას აფასებს და მიაჩნია, რომ საწუწუნო არაფერი აქვს: “მეორე წელია არ დამისვენია არც ერთი კვირა. მოვიგე პროექტი, დავწერე და ჩავწერე ალბომი, რაც ძაან გრძელი და შრომატევადი პროცესია, ხალხო, გამოვუშვი სიმწრით ეს ალბომი, გაამართლა, ყველაზე გაყიდვადი გამოდგა! გადავიღე ათასი უბედურება, დავიწყე სტუდიის აწყობა, ავაწყე სტუდია, დავიწყე მეორე […]