ჭდე: ახმეტელის თეატრი

“ბრუტუსის” მსოფლიო პრემიერა ახმეტელის თეატრში

"ბრუტუსის" მსოფლიო პრემიერა ახმეტელის თეატრში

ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა – 16 და 17 ივნისს ახმეტელის თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება. თეატრის დასი წარმოადგენს ცნობილი თურქი დრამატურგის, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. ეს არის მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა „ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ – ქართულ-თურქულ […]

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული “ხანუმა” უკრაინაში ტრიუმფატორია

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული "ხანუმა" უკრაინაში ტრიუმფატორია

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია. უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა. ეს უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სიაა. უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი […]

“ბერნარდა ალბას სახლი” – პრემიერა ახმეტელის თეატრში

ბერნარდა ალბას სახლი

1 და 2 მარტს, 19 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ესპანელი კლასიკოსი მწერლის ფედერიკო გარსია ლორკას უკვდავი პიესა “ბერნარდა ალბას სახლი“ რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. ახმეტელის თეატრში წარმოდგენილი „ბერნარდა ალბას სახლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებური გააზრებაა. ესპანელი დრამატურგისა და პოეტის […]

ახმეტელის ტრანსფორმაციული თეატრი

ირაკლი გოგია

2014 წლის ივნისიდან ახმეტელის თეატრი Project CREATE-თან ერთად ტრანსფორმაციული თეატრის ლაბორატორია გახდა. არაერთი დადგმა, რომელიც მიმართულია ძალადობის პრევენციისაკენ და ძალადობრივი საზოგადოების არაძალადობრივის ტრანსფორმაციისაკენ, ამ თეატრში განხორციელდა და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. დღეს, ტრანსფორმაციული თეატრის ერთ-ერთი მამა მთელ მსოფლიოში, ბრუს ლევიტი წერს რეჟისორ ირაკლი გოგიას: ”ეს არის საოცრება, ირაკლი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო თავიდან ფეხზეა […]

ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც 8 მაისს 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება. საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), […]

ვალერი ტორონჯაძე გარდაიცვალა

ახმეტელის თეატრის მსახიობი ვალერი ტორონჯაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მსახიობის დასახმარებლად დღეს სამტრედიის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეგროვილი თანხა კი მსახიობისთვის უნდა გადაეცათ. ინფორმაცია ვალერი ტორონჯაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისმა კოლეგამ, ახმეტელის თეატრის მსახიობმა ანდრია გველესიანმა გაავრცელა: “ჩვენი ვალერი, ჩვენი ტორო… როგორ უცებ მოხდა ეს ყველაფერი… ძალიან განვიცდი და […]

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი. საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

ქართველი რეჟისორი უნგრეთში დააჯილდოვეს

უნგრეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალში ქართველი რეჟისორი ირაკლი გოგიაც მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯილდო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში აიღო. ირაკლი გოგიას ჯილდო მიხეილ ბულგაკოვის “მორფის” საუკეთესოდ დადგმისთვის მიენიჭა. ირაკლი გოგია: ”საუკეთესო რეჟისურა!!! დამაჯილდოვეს უნგრეთში. შეგიძლიათ მომილოცოთ!”

საქველმოქმედო სპექტაკლი ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად

ახალგაზრდა მუსიკოსის ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლ “ქალდეას” ხელმძღვანელი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის “დავითიანის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “მუხამბაზის” წევრია. საოცრად ნიჭიერ ადამიანს დაუდგინდა მძიმე დაავადება, ავთვისებიანი მელანომა და სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში ძვირადღირებულ მკურნალობას… ზვიადის დასახმარებლად ახმეტელის თეატრი 30 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” გათამაშდება. მუსიკოსის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: TBC ბანკი […]

“ღმერთო რისთვის?!”

“ღმერთო რისთვის?!” – ასეთია ახმეტელის თეატრის სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც 11 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მზია ტალიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი და გიგი მიგრიაული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გმირებს გააცოცხლებენ. “ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე. […]