ახალგაზრდული გუნდი

“ჩემი საქართველო აქ არის” – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

"ჩემი საქართველო აქ არის" - ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

გოგი ცაბაძის სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის” მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. მაესტრო გელა ფარჩუკიძემ გოგი ცაბაძის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები თავის უნიჭიერეს პატარა მომღერლებთან ერთად სრულიად ახლებურად ააჟღერა და “თბილისობის” დღესასწაულზე რიყეზე ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას შესთავაზა. ”ნიჭიერის” გამარჯვებულმა მომღერლებმა თბილისის ბიჭუნათა კაპელამ და ახალგაზრდულმა გუნდმა გოგი ცაბაძის ულამაზეს სიმღერას სულ სხვა სული შთაბერეს.

კაპელა მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებს

თბილისის ბავშვთა კაპელას მსოფლიო აღიარება

მას შემდეგ, რაც “ნიჭიერში” თბილისის ბიჭუნათა კაპელამ და ახალგაზრდულმა გუნდმა ქვინის “ბოჰემური რაფსოდია” შეასრულა, მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ნიჭიერი ქართველების შესრულება ქვინის და ფრედი მერკურის გულშემატკივართა რამდენიმე გვერდზეა გავრცელებული. მათ შორისაა ფრედი მერკურის ყველაზე დიდი, მილიონზე მეტ მომხმარებლიანი ფან-კლუბის ვებ გვერდი. ინფორმაციას “ნიჭიერის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “ფრედი მერკურის ყველაზე დიდი (მილიონზე მეტი მომხმარებელი) ფან-კლუბის გვერდზე […]