აკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძის არაჩვეულებრივი ჩანაწერი

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს გვიზიარებს ბოროტებასა და პატიოსნებაზე: “ბოროტებას უყვარს პატიოსნება. უფრო სწორად, უყვარს პატიოსნების ნიღაბი. ამ ნიღბით იგი უფრო იოლად აკეთებს ავსა და უკეთურ საქმეს. მოხერხებულად აყრის საზოგადოებას თვალში ნაცარს. პატიოსნებას მიტმასნებული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია. ადამიანს უჭირს გაარჩიოს, სად არის ხალასი პატიოსნება და სად – რიოში, ყალბი.”

აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

“არტ ინფო” გთავაზობთ აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანეს წერილს – “ჩვენ არ წავალთ მოსკოვში!”, რომელიც, 1990 წელს არის დაწერილი და, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია: “მკითხველი მიხვდა, ალბათ, რომ სათაურად დასმული სიტყვები პერიფრაზია ცნობილი გამოთქმისა – “ჩვენ არ წავალთ კანოსაში”. თუმცა, ისიც შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რას ნიშნავს ეს და ამდენად პატარა განმარტებაა საჭირო. შუა საუკუნეებში გერმანიაშიც ისე იყო, […]

აკაკი ბაქრაძის უდიდესი მისია

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

– სამშობლოზე ფიქრის მასწავლებელი – ასე უწოდებს მწერალ აკაკი ბაქრაძეს მისი კოლეგა დავით შემოქმედელი და მის უდიდეს მისიაზე საუბრობს: “ის ჩემი ცხოვრების მასწავლებელი და უფროსი მეგობარი იყო. წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი გახლდათ. პატივს მივაგებ ამ წერილით… სამშობლოზე ფიქრის მასწავლებელი მიიწურა XX საუკუნე. ამ ეპოქის გამორჩეული პიროვნებების როლისა და ღვაწლის განსაზღვრა XXI საუკუნის […]

აკაკი ბაქრაძის ყველაზე მწარე სიმართლე

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

მწერალი აკაკი ბაქრაძე თავის ჩანაწერებში ყოველთვის ღიად წერდა სიმართლეს – სიმართლეს ქართველებზე, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია: “ტყუილი ქართველის არსებობის წყარო გახდა. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. ყოველთვის ვიღაცის მონა ვიყავით – ხან ბერძენის, ხან სპარსელის, ხან არაბის, ხან თურქის და ა.შ. ბატონს სიმართლეს ვერ ეტყოდით. ტყუილით უნდა მოგემადლიერებინა. ტყუილი იყო ერთადერთი საშუალება თავის შენახვის. ამიტომ […]

აკაკი ბაქრაძის “იმედი და ნიჰილიზმი”

აკაკი ბაქრაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

კრიტიკოსისა და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის ნაშრომი “იმედი და ნიჰილიზმი” არასდროს დაკარგავს აქტუალობას: “თავად ის, რომ საუკუნეების მანძილზე ქართული სამეფო კარი თავშესაფარსა და მფარველობას ეძებდა, უკვე მოწმობდა ძვალსა და რბილში გამჯდარ ნიჰილიზმს. ეს ნიჰილიზმი შემთხვევით არ დაბოლოებულა გიორგი მეთორმეტისა (თუ მეცამეტის) სასოწარკვეთილი სიტყვებით. როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს მეფისათვის – „ბატონო […]

აკაკი ბაქრაძის უკანასკნელი ჩანაწერი

აკაკი ბაქრაძის უკანასკნელი ჩანაწერი

ხელოვნებათმცოდნის და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის უკანასკნელ ჩანაწერს მისი შვილი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს: “20 წლის წინ გარდაიცვალა მამაჩემი – აკაკი ბაქრაძე. მის დღიურებში ბოლო ჩანაწერი – 1999 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული – ტკივილით და იმედგაცრუებითაა აღსავსე: 1999. 14. X. არსებობს შესაძლებლობის ზღვარი. მეტი უკვე შეუძლებელია. ეს კარგად ვლინდება სპორტში. სხვაგანაც. ქართველთა შესაძლებლობის ზღვარიც არსებობს. იმაზე მეტს […]

აკაკი ბაქრაძის გენიალური “ბაბაიას დიპლომატია”

აკაკი ბაქრაძის გენიალური "ბაბაიას დიპლომატია"

ხელოვნებათმცოდნის, კრიტიკოსის და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის “ბაბაიას დიპლომატია” გენიალურია თავისი შინაარსით და სულისკვეთებით. მისი დაკვირვებით წაკითხვა განსაკუთრებით ახლაა საჭირო, როცა რუსეთი ყველანაირად გვავიწროვებს: “პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ […]

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

პუბლიცისტისა და კრიტიკოსის აკაკი ბაქრაძის აკრძალულიწიგნი საჯაროა. ლაშა ბაქრაძე: “29 მარტი მამაჩემის დაბადების დღეა. გამოვეცით “მწერლობის მოთვინიერება”, თან 1983 წლის თავდაპირველი, არალეგალურად გავრცელებული ტექსტის მიხედვით – სადაც ყველა სახელი, რომელიც 1990 წლის გამოცემიდან ამოღებული იყო – ჩანს. (სხვა, 1990 წლის გამოცემისგან განსხვავებული ადგილები მითითებულია სქოლიოებში.) მალე პრეზენტაცია გვექნება.” ტექსტი აღდგენილია 1983 წლის თავდაპირველი, არალეგალურად გავრცელებული […]

აკაკი ბაქრაძე: „სიკეთე, რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე”

აკაკი ბაქრაძე: „სიკეთე, რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე"

კრიტიკოსისა და ხელოვნებათმცოდნის აკაკი ბაქრაძის მოსაზრება სიკეთესა და სიყვარულთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესოა და ჭეშმარიტებასთან მიახლოებულია: “სიკეთე, რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე. ეს ვაჭრობაა. სიკეთე უანგაროდ უნდა კეთდებოდეს და არ ელოდოს სამაგიეროს მომიზღვავენო. იგი თავისთავად არის ღირებულება და გაცვლა-გამოცვა არ უნდა იყოს საჭირო მისი დაფასებისთვის. ასევეა სიყვარული. სიყვარულიც ვაჭრობაა, თუ ეს სიყვარული სამაგიეროს მოითხოვს.“

აკაკი ბაქრაძე: “თავს ნუ მოვიტყუებთ”

აკაკი ბაქრაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

ხელოვნებათმცოდნე აკაკი ბაქრაძე თავისი პირდაპირობით იყო ცნობილი. საზოგადო მოღვაწე წერდა ზერილებს ქართულ კინოსა და თეატრზე, თუმცა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთებასაც არ ერიდებოდა. აკაკი ბაქრაძე აცხადებდა, რომ აფხაზეთიც და ცხინვალის ოლქიც რუსეთმა წაგვართვა, დაგვსაჯა იმიტომ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის და თავისუფლების სურვილი გამოთქვა. “არტინფო” გთავაზობთ ჩანაწერს, რომელიც 1994 წელს არის გაკეთებული.