90 წელი

გიორგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩაიშალა

გიორგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩაიშალა

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩაიშალა. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიუვიდა ოფიციალური წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ “საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის” გადაწყვეტილებით, მის მიერ შეტანილი პროექტი “გიორგი ცაბაძე 90” არ არის მხარდაჭერილი. ამასთან დაკავშირებით კახა ცაბაძე აცხადებს: “საიუბილეო საღამოზე იგეგმებოდა […]

ეროსი მანჯგალაძე – კაცი უდიდესი ტკივილით

ეროსი მანჯგალაძის ისტორია, რომელიც სამაგალითოა

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი ეროსი მანჯგალაძე მაყურებელმა განსაკუთრებული სიყვარულით დააჯილდოვა. მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა. ბაზარში სიარულს ერიდებოდა, გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. მსახიობის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ. ამბობენ, რომ რეალურ ცხოვრებაში ეროსი მანჯგალაძე იმდენად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო, რომ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს […]

ელენე ყიფშიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

ელენე ყიფშიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ელენე ყიფშიძეს 5 თებერვალს 90 წელი შეუსრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ბავშვობიდან გატაცებული იყო ბალეტით, ბოლოს მსახიობი გახდა. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში “ეზოში ავი ძაღლია”, “ისევ ვოდევილები”, “პრემიერა”, “ძველი ვოდევილები”. რაც შეეხება კინოკარიერას, ლენა ყიფშიძემ […]

ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმია

ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმია

90 წლის ლეგენდარულ ქართველ ბალერინას ვერა წიგნაძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. · საიუბილეო საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. გალა-კონცერტის რეჟისურაზე ავთანდილ ვარსიმაშვილმა იმუშავა. საიუბილეო გალა-კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. ოპერისა […]

ლევან სანიკიძე 90 წლის გახდებოდა

ლევან სანიკიძე 90 წლის გახდებოდა

ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე 26 იანვარს 90 წლის გახდებოდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ქართული ისტორიის კვლევასა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემაში უდიდესი ღვაწლი გასწია. ლევან სანიკიძემ წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა, იყო სიმონ ყაუხჩიშვილის ასპირანტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამი წელი იმსახურა ჯარში. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, […]

ვერა წიგნაძის 90 იუბილეს საბალეტო დასი იზეიმებს

ვერა წიგნაძის 90 იუბილეს საბალეტო დასი იზეიმებს

2015 წლის 31 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი თბილისის საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტს გამართავს. გალა-კონცერტი ლეგენდარული ბალერინას ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. თეატრის ორკესტრთან და საბალეტო დასთან ერთად გალა-კონცერტში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.

დოდო ჭიჭინაძე 90 წლის გახდებოდა

დოდო ჭიჭინაძე 90 წლის გახდებოდა

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი დოდო ჭიჭინაძე 28 დეკემბერს 90 წლის გახდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. წელს მისი გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. დოდო ჭიჭინაძის 90 წლის იუბილე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კინოს სახლში აღნიშნეს და მსახიობის […]

ოთარ კობერიძე 90 წლისაა

ოთარ კობერიძე 90 წლისაა

ქართული კინოს ვარსკვლავი ოთარ კობერიძე 90 წლისაა. ეს საპატიო თარიღი მას 17 დეკემბერს შეუსრულდა. ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 […]

ანა კალანდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

"პირველი სიტყვა, რომელიც ანა კალანდაძის მისამართით გავიგონე, ბოროტი იყო"

15 დეკემბერი ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღეა. მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ანა კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით. ქართველი პოეტი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის […]

თენგიზ აბულაძის იუბილეს ხელოვნების სასახლე აღნიშნავს

თენგიზ აბულაძე - ქართული კინოს მარგალიტი

16 დეკემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლეში თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი გრანდიოზული გამოფენა “ნატვრის ხე” მოეწყობა. გამოფენა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიებაზე საჯაროდ გამოიფინება რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა, როგორც მუზეუმის, ასევე ოჯახის პირადი არქივიდან. მართალია თენგიზ აბულაძის იუბილე იანვარში იყო, თუმცა ხელოვნების სასახლის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ეს თარიღი […]