4 დეკემბერი

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც ახლობლები პიკოს უწოდებენ, 4 დეკემბერს 86 წლის გახდა. დამსახურებული ქართველი მხატვარი თავისი ნამუშევრების გამოფენას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ხშირად აწყობს. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს მხატვართა კავშირში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. […]

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა

ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"

4 დეკემბერი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 197 წელი გავიდა. ტატო გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა. დედამისი ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად, რუსეთში […]

დიმიტრი ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

დიმიტრი ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრალური მოღვაწის დიმიტრი (დოდო) ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, ტარას შევჩენკოს სახალხო პრემიების ლაურეატი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ქართულ თეატრალურ სამყაროში არაერთი გამორჩეული ხელოვანის აღმზრდელია. თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლისა და ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების […]

დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ […]