26 მაისი

ის, რაც 26 მაისზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ის, რაც 26 მაისზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა მწერალი როსტომ ჩხეიძე ასე სულაც არ მიიჩნევს: “განა მერამდენედ შეიძლება გავიმეორო?! 26 მაისის წამოწევა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისა, შევარდნაძული დემაგოგობა, უფრო კი თაღლითობა გახლდათ: გადაეფარა ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, გაექრო მის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილს გამოცხადება და ქვეყნისათვის თავზე მოეხვია უკვე ისტორიაში გადანაცვლებული თარიღი. ამას გარდა: […]

გოგლა ლეონიძე 26 მაისზე

გოგლა ლეონიძის ლექსი 26 მაისზე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. პოეტმა გოგლა ლეონიძემ ზუსტად 100 წლის წინ დაწერა ლექსი “26 მაისი”, რომელიც თითოეული ქართველისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ეძღვნება: “ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი, დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი. ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი… აცეცხლბული ტოპაზებით ამაყი სახლი. მზე პერანგს იცვამს ყირიმზისას-მთებში ნაფარი; რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!.. საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ […]

26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს

26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს

თავისუფლების მოედანზე განთავსებული 26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს. ფილა ისეა დაზიანებული, რომ მასზე არსებული წარწერის ამოკითხვა შეუძლებელია. მსახიობი გიორგი კალანდაძე დაზიანებული მემორიალის ფოტოს ავრცელებს და თბილისის მერიას მისი შეკეთებისკენ მოუწოდებს: “დაზიანების გამო მხოლოდ 26 მაისი შეიძლება ამოიკითხო. აქედან 10 მეტრში ჰ&მ-ის რიგში ხალხი თავ-პირს ილეწავს. თბილისის მერია – შეაკეთეთ.”

ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით

ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით

ილიკო სუხიშვილი, ნინო სურგულაძე, კახი კავსაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ქართული ხმები, ჰამლეტ გონაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯალაძე, გურამ დოჩანაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი გია ყანჩელის უკვდავი მუსიკით “ის აქ არის” საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისადმი მიძღვნილ ვიდერგოლში გაერთიანდნენ. 26 მაისი – ეს დღე ჩვენია! – ასეთია ამ დღის სლოგანი. “ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს […]

რა ღონისძიებებია დეგეგმილი 26 მაისს?

რა ღონისძიებებია დეგეგმილი 26 მაისს?

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სრული პროგრამა გაასაჯაროვა. წელს ქვეყნის დამოუკიდებლობას 12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას. პირველი გიმნაზიის წინ “ყვავილების ზეიმის” ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გამოიტანენ. პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ […]