Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ია თაბაგარი

თვითნებური რესტავრაციის სავალალო შედეგი ნუკრიანთან

თვითნებური რესტავრაციის სავალალო შედეგი ნუკრიანთან

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური რესტავრაციები მომრავლდა, რაც ეკლესიებს პირვანდელ სახეს სრულიად უკარგავს. ია თაბაგარი ავრცელებს ინფორმაციას, ნუკრიანთან მდებარე ე.წ. არქეოპოლისთან დაკავშირებით, რომელიც თვითნებური რესტავრაციის მსხვერპლია: “ეს ე.წ. არქეოპოლისია ნუკრიანთან! თვითნებური რესტავრაციის შედეგად ისტორიული კვალი და არქიტექტურული ღირებულება სრულიად დაკარგულია!”

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალშია

გერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა. ია თაბაგარი: “მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. […]