Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ამირან შალიკაშვილი უმცროსი

რა დააშავა პანტომიმის თეატრმა?

რა დააშავა პანტომიმის თეატრმა?

პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა ახალი თეატრალური სეზონი გახსნა. სეზონის გახსნას უსიამოვნო სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. უკვე მესამედ დაუდგენელმა პირებმა თეატრის წიენ განთავსებული სარეკლამო სტენდი დაამტვრიეს. ამირან შალიკაშვილი უმცროსი, თეატრის დირექტორი: “რას ერჩით გამაგებინეთ! თბილისის მერია აკეთებს და თქვენ ამტვრევთ! რატომ?”

ლეგენდარული მარსელ მარსოს შვილი საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული მარსელ მარსოს შვილი საქართველოში ჩამოვიდა

პანტომიმის მსოფლიო ლეგენდის მარსელ მარსოს შვილი ბაპტისტ მარსო საქართველოში ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალში. ამირან შალიკაშვილი უმცროსი: “საქართველოს ესტუმრა მარსელ მარსოს შვილი ბაპტისტ მარსო! 40 წლის წინ ჩვენი მამები შეხვდნენ ერთმანეთს… მე ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ვარ! მიყვარხართ ყველა ვინც ეს შესაძლებლობა მომეცით! შალიკაშვილის ფესტივალი დაიწყო!”

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?

პანტომიმის თეატრში საგანგებო ვითარებაა

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, გარდა იმისა, რომ ურთულეს პირობებში მუშაობს, მუდმივი თავდასხმის ობიექტია. თეატრში არაერთხელ მოხდა ქურდობა, ბოროტმოქმედებმა ჩაამსხვრიეს შენობის მინები, სარეკლამო სტენდები. ამირან შალიკაშვილი უმცროსი, პანტომიმის თეატრის დირექტორი: “მე მგონი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე არ უნდა გაგეკეთებინათ, პატარა ზოოპარი თეატრის წინ არის, ოღონდ ტყიურები დარბიან! ნახეთ თბილისის მერიის და ხელოვანი ხალხის გაკეთებული სარეკლამო ისევ გამიტეხეს! რატომღაც […]

პანტომიმის თეატრი ჩარეცხეს

პანტომიმის თეატრი ჩარეცხეს

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, რომელიც 1961 წლიდან ამირან შალიკაშვილმა დააარსა, ჩარეცხეს. თუკი აქამდე წყალი საგრიმიოროებსა და შემოსასვლელებში ჩადიოდა, ახლა უკვე სცენასა და პარტერში წყალი უწვეტი ნაკადით ჩადის. ვიდეოს პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსი ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რათა პანტომიმის თეატრმა მუშაობა ვერ შეძლოს. ამირან შალიკაშვილი უმცროსი: “ვიცი, რომ ეს სპეციალურად გაკეთებულია, […]