Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატეგორია: მუსიკა

ბეტ ჰარტი თბილისში ჩამოდის

ბეტ ჰარტი თბილისში ჩამოდის

30 ნოემბერს როკ ბლუზის შემსრულებელი ბეტ ჰარტი თბილისში კონცერტს გამართავს. მომღერალი საქართველოში ალტერვიჟენ ჯგუფის ინიციატივით ჩამოვა და “თბილისი ივენთ ჰოლში” შეკრებილი მსმენელისთვის იმღერებს. ბეტ ჰარტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კონცერტის შემდეგ დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც დასწრება მხოლოდ 150 ლარიანი ბილეთის მქონე ადამიანებს შეეძლებათ. ამ ღონისძიების […]

დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს

დუეტი "ჯორჯია" აღარ არსებობს

დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს. მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე იმუშავონ. ამის შესახებ მაკა ზამბახიძემ ეკა ხოფერიას თოქ შოუში ისაუბრა: “დაშლას ასე ვერ ვუწოდებთ. შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მე ასე არ მიყვარს ხოლმე მაქსიმალური დასკვნების გამოტანა. უბრალოდ რატი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სოლო-კარიერის გაააკეთებლად, ამიტომ დუეტ “ჯორჯია”-ს პაუზა ექნება. რამდენი ხნით, არავინ იცის. რატი სოლო […]

ირაკლი ჩარკვიანს ძეგლს დაუდგამენ

ირაკლი ჩარკვიანს ძეგლს დაუდგამენ

ირაკლი ჩარკვიანს თბილისში დედაენის ბაღში ძეგლს დაუდგამენ. სკულპტურის ავტორები არტისტები როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილი არიან. ძეგლი სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება. მის სიახლოვეს განთავსდება სკამები, სადაც მსურველებს ყურსასმენებით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ლექსების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. „შიგნით იქნება ინტეგრირებული  ემპე 3 პლეერები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი ყურსასმენის შეერთება და მუსიკის ან ტექსტების მოსმენა,” – აცხადებს […]

თამარ გვერდწითელმა კიევში სიმღერაზე უარი თქვა

თამარ გვერდწითელმა კიევში სიმღერაზე უარი თქვა

ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა, რომელიც რუსეთის სახალხო არტისტია, უარი განაცხადა კიევში კომპოზიტორის და პოეტის ევგენი რიბჩინსკის შემოქმედების საღამოში მონაწილეობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ევგენი რიბჩინსკიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა: “ის მომღერლები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თანახმა იყვნენ ჩემს შემოქმედებით საღამოში მიეღოთ მონაწილეობა, რუსეთის მხრიდან მათთვის სანქციების დაწესების შიშით ახლა უარს ამბობენ, რადგან თუკი უკრაინაში ჩამოვლენ, […]

დათუნა მგელაძე ვოისს გამოეთიშა

დათუნა მგელაძე ვოისს გამოეთიშა

ჯეოსტარელი დათუნა მგელაძე რუსულ “ვოისს” გამოეთიშა. მან წარმატებით გაიარა ბრმა ქასთინგი და დიმა ბილანის რჩეული გახდა, მაგრამ ქართველი მომღერალი რინგზე დამარცხდა. მისმა მწვრთნელმა დიმა ბილანმა არჩევანი მის კონკურენტზე ალექსანდრ ბონზე გააკეთა. სოციალურ ქსელში დათუნა მგელაძისა და ალექსანდრ ბონის მუსიკალური დაპირისპირების ვიდეოც გავრცელდა, რომელსაც არა მარტო ქართველების, არამედ რუსების კომენტარებიც მოყვა. უმეტესობამ აღნიშნა, რომ დათუნა მგელაძე […]

“ქუჩის ბიჭები” დაბრუნდნენ

"ქუჩის ბიჭები" დაბრუნდნენ

ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ დაბრუნდა. 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჯგუფის წევრები “ასა ჰოლში” შეკრებილ მსმენელს დღესასწაულს მიულოცავენ და საკუთარი რეპერტუარიდან როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებს შეუსრულებენ. “ქუჩის ბიჭების” კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარია.

ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

მომღერალ ეთერ კაკულიას 29 ნოემბერს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ამ დღეს მომღერლის დაბადების დღეა, ასაკი, რა თქმა უნდა, საიდუმლოა. მიუხედავად იმისა, რომ ეთერ კაკულია ავად არის, ის მაინც მხნედ გრძნობს თავს და თავის მონატრებულ ხალხთან შესახვედრად ემზადება. კონცერტისთვის მზადების პარალელურად, ის მკურნალობის კურსს გადის. ეთერ კაკულიამ უკვე ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსი და სამკურნალოდ ისრაელშიც […]

ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა

ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა

19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას 53 წელი შეუსრულდებოდა. მეფის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა “ინტელექტი” კინოთეატრი “ამირანი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი “ჩემი წიგნი” გიწვევთ კინოთეატრ “ამირანის: მე-3 დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის რომანის “მშვიდი ცურვა” მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებაზე. კინოჩვენების პარალელურად გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაშია

ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაშია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლიტვური ორგანიზაციის “რექსუს ივენთსის” მიწვევით, ანსამბლი ,,ბასიანი” ლიტვაში  ორ კონცერტს გამართავს. „ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა,  როგორც  საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის  ნიმუშებს ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და […]

მარია კალასის ჯილდო ქართველ მომღერალს

მარია კალასის ჯილდო ქართველ მომღერალს

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასის ჯილდო ქართველმა მომღერალმა მიხეილ ქირიამ მიიღო. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა: „ქალაქ ბრეშას“ მე-10 საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი და საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის მარია კალასის სპეციალური პრემია გადმომცა კალასის ბიოგრაფმა დოქტორ მიკელე ნოჩერამ.” ვულოცავთ მიხეილ ქირიას ამ წარმატებას.

გვერდი 63 - 64« პირველი6061626364