კატეგორია: მუსიკა

ოთო ნემსაძის სიმღერა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ

ოთო ნემსაძის სიმღერა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ

მომღერალი ოთო ნემსაძე გორიდანაა, ამიტომ აგვიტოს ომის მოვლენები კარგად ახსოვს. ოთომ აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ სიმღერა ჩაწერა და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა გმირს და მებრძოლს მიუძღვნა. “მე მახსოვს!” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის ავტორიც თავად ოთოა და ვიდეოკლიპში აფხაზეთის და აგვისტოს ომის უძიმესი კადრები გამოიყენა.

მოგისმენიათ “სულიკო” ფრანგულად?

მოგისმენიათ "სულიკო" ფრანგულად?

სიმღერა “სულიკო” ქართული კულტურის სავიზიტო ბარათია. როდესაც აკაკი წერეთელმა ლექსი “სულიკო” დაწერა, კომპოზიტორ ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელს მისთვის მელოდიის შექმნა პირადად სთხოვა. ასე დაიწერა ლეგენდარული სიმღერა “სულიკო”, რომელსაც წლებია სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი მომღერლები სიამოვნებით ასრულებენ. ქართულის მსგავსად, არანაკლებ სასიამოვნო მოსასმენია “სულიკო” ფრანგულად, სადაც უმშვენიერეს მელოდიას ულამაზესი ფრანგული ტექსტი ძალიან უხდება.

ხმა მიეცით ვაჟა მანიას!

ხმა მიეცით ვაჟა მანიას!

მომღერალი ვაჟა მანია ამერიკაში SARAH VAUGHAN INTERNATIONAL JAZZ VOCAL-ის კონკურსში მონაწილეობს, სადაც კონკურსანტებს ერთდროულად რამდენიმე სიმღერის წარდგენა შეუძლიათ. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები მონაწილეობენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებითვ, საუკეთესოსთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვაჟა მანია: “მინდა შეგახსენოთ რომ ხმის მიცემის ამოწურვამდე დარჩა სულ რაღაც 36 დღე, სურვილისამებრ შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ დარეგისტრირდეთ თქვენი პირადი facebook გვერდით და მისცეთ […]

პანჩო: “ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანს”

პანჩო: "ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანს"

მომღერალმა ლევან მგალობლიშვილმა, იგივე პანჩომ გარდაცვლილ კოლეგას ირაკლი ჩარკვიანს სიმღერა მიუძღვნა. ირაკლი ჩარკვიანის “შავი ზღვა” პანჩომ თავისებური ინტერპრეტაციით გააკეთა და ახალი ვერსია შექმნა. პანჩო: “ირაკლი ჩარკვიანი და მე ერთ ეზოში ვცხოვრობდით. ეს სიმღერა ავირჩიე მისი გარდაცვალების შემდეგ და გავაკეთე ჩემი ვერსია. ბატონ გელას ძალიან მოეწონა და თქვენც თუ მოიწონებთ, გააზიარეთ. ეძღვნება ირაკლის!”

ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვა

ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Future Star” გამარჯვება მოიპოვა. პირველ ადგილთან ერთად მას გადაეცა ერთწლიანი სტიპენდია და ოპერის დისკები, რომლებიც საქართველოში არ იშოვება. ალექსანდრე ზაზარაშვილი: “ქართველო ხალხო, გილოცავთ გამარჯვებას ჩემი სახით, მიყვარხართ ყველა. “ჩვენ გავიმარჯვეთ” – პირველი ადგილი ჩვენია, ასეთ ადგილას და ქალაქში სიმღერა რამდენად გასაოცარია და შემდეგ გამარჯვება. მიყვარხართ ყველა, […]

ხვიჩა მაღლაკელიძის ორიგინალური მუსიკალური ნომერი

ხვიჩა მაღლაკელიძის ორიგინალური მუსიკალური ნომერი

ხვიჩა მაღლაკელიძე “ქუჩის მუსიკოსების” წევრია, თუმცა მისი სოლო ნომრები მაყურებელს არანაკლებად უყვარს. ხვიჩა გიტარის პედაგოგია. მას ბევრი მოსწავლე ჰყავს. ირაკლი ვაშაყმაძესთან გადაწყვიტა ორიგინალური მუსიკალური ნომერი გაეკეთებინა, რომელსაც “ყველაზე ზარმაცი მოსწავლის და ყველაზე ზარმაცი მასწავლებლის” მუსიკალური ნომერი უწოდა. განსხვავებული ნომრისთვის ხვიჩამ და ირაკლიმ ნუგზარ ერგემლიძის ცნობილი სიმღერა “თუკი გესიზმრები” შეარჩიეს.

მოუსმინეთ ანრი ჯოხაძის ახალ სიმღერას

მოუსმინეთ ანრი ჯოხაძის ახალ სიმღერას

– დამიჯერე, ოდესმე ჩვენთანაც მოვა სიბერე და სევდად დამრჩება რაც ვერ გიმღერე, – მომღერალმა ანრი ჯოხაძემ თავის ერთგულ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ულამაზესი ვიდეორგოლი შესთავაზა. “მე და შენ” – ასე ჰქვია კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას, რომლის ლექსი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის, ვიდეოს რეჟისორი თავად ანრი ჯოხაძეა, ოპერატორი კი რომა სიმონიანი. ვიდეორგოლში მონაწილეობენ საშკა და […]

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო

ქართული “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო. კონკურსში 20 ქვეყნის მომღერალი მონაწილეობდა. ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და 131 ქულით ვოისის გამარჯვებული გახდა. ავთო აბესლამიძეს ყაზახური ვოისის მთავარ პრიზთან ერთად სოლიდური ფულადი პრემიაც გადაეცა.

მოუსმინეთ თამრიკო ჭოხონელიძის უნიჭიერეს შვილიშვილებს

მოუსმინეთ თამრიკო ჭოხონელიძის უნიჭიერეს შვილიშვილებს

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ დავწერთ, რომ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შვილიშვილები არაჩვეულებრივად მღერიან. 7 წლის ელენე მახარაძე და 4 წლის მარიამ როინიშვილი პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე ორ ხმაში მღერიან და შეუძლებელია მათმა ნაღერმა ვინმე გულგრილი დატოვოს. “არტინფო” გთავაზობთ ელენესა და მარიამის დუეტს სიმღერით “გაზაფხული”.

“მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო

"მხოლოდ ქართული" სოფო ბათილაშვილმა მოიგო

მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო. სპეციალურად შოუსთვის დამზადებული მთავარი პრიზი მას ნიკა გვარამიამ გადასცა. “მხოლოდ ქართულის” ფინალში 700.000 ხმა შევიდა და მათგან ყველაზე მეტი – 100.000 ხმა სოფო ბათილაშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე საბა კემულარია გავიდა, მესამეზე – ალექსანდრე მრელაშვილი, მეოთხეზე კი – კონსტანტინე კარანაძე. ყველა ფინალსიტმა სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები […]

გვერდი 1 - 6412345ბოლო »