კატეგორია: მოზაიკა

არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. მან 45-წლიანი კარიერის განმავლობაში მილიონობით ერთგული მსმენელი გაიჩინა, 18 გრემი მიიღო და 75 მილიონი ალბომი გაყიდა. 75 წლის იუბილეზე მომღერალმა განაცხადა, რომ სცენას ემშვიდობებოდა და დროის უმეტესი ნაწილის გატარება შვილიშვილებთან სურდა. არეტა ფრანკლინი […]

ნახეთ გასაოცარი ბეთჰოვენი

17 დეკემბერი ბეთჰოვენის დაბადების დღეა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედებას მთელ მსოფლიოში ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. გერმანელმა ხელოვანმა ჟანა მერკენსმა გადაწყვიტა, კომპოზიტორის ორიგინალური პორტრეტი შეექმნა. საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შემდეგ, ჟანამ ნამუშევარი დაასრულა და უმნიშვნელო დეტალების გასაოცრად შესრულებით დიდი მოწონედა და აღფრთოვანება დაიმსახურა. “არტინფო” გთავაზობთ 4-წუთიან ვიდეოს, სადაც ხელოვანის ტიტანური შრომის უმთავრესი ეტაპებია გაერთიანებული.

პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის სამაგალითო ისტორია

პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის სამაგალითო ისტორია

მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერლები ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო სამაგალითო ისტორიით არიან ცნობილი. ორივე ესპანელია: პლასიდო დომინგო – მადრიდელია, ხოსე კარერასი – კატალონიელი. 1984 წლიდან მსოფლიოს ორი უდიდესი ტენორი ერთმანეთს ერიდებოდა არა კონკურენციის გამო, არამედ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ურთიერთობა ხელოვანებს იმდენად დაეძაბათ, რომ ორივე მომღერალმა კონტრაქტში აუცილებელ მოთხოვნად ჩაწერა: მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გამართულიყო […]

მოუსმინეთ 104 წლის პიანისტს

მოუსმინეთ 104 წლის პიანისტს

როცა ხელოვნება გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. კულტურაზე შეყვარებული ადამიანი, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული რჩება. ასეა 104 წლის ქალბატონი ანის შემთხვევაში. ის მუსიკის მასწავლებელია და ასაკის მიუხედავად, ყოველთვის სიამოვნებით არსულებს საფორტეპიანო ნაწარმოებებს. “არტინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც უხუცესი პიანისტი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებს “ელიზესთვის” ასრულებს.

მუსიკალური ნოტებით შექმნილი ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტები

მუსიკალური ნოტებით შექმნილი ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტები

იოჰან სებასტიან ბახი, იგორ სტრავინსკი, სერგეი პროკოფიევი, ჯუზეპე ვერდი, სერგეი რახმანინოვი, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, რიჰარდ ვაგნერი, იოზეფ ჰაიდნი – მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებას ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. მათი შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა გადააწყვეტინა უკრაინელ მხატვარს სვეტლანა ბოგატირს მუსიკალური ნოტებისა და ნიშნებისგან კომპოზიტორების ორიგინალური პორტრეტები შეექმნა. მხატვარი მუშაობის დროს არა ფერთა გამას, არამედ ბანის გასაღებს, ვიოლინოს გასაღებს, […]

ასეთი “მთვარის სონატა” ჯერ არ მოგისმენიათ

ასეთი "მთვარის სონატა" ჯერ არ მოგისმენიათ

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “მთვარის სონატა” კომპოზიტორის შემოქმედების გვირგვინად არის მიჩნეული. ამ ნაწარმოებს მსოფლიოში ცნობილი არაერთი მუსიკოსი ასრულებს და თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეულია. “არტინფო” გთავაზობთ ბეთჰოვენის ნაწარმოების ყველაზე ტკბილ შესრულებას, რომელსაც ამერიკელი პიანისტი ლოლა ასტანოვა და ხორვატი ჩელისტი სტეფან ჰაუზერი დუეტში უკრავენ.

ალფინა ფრესტა – უნიჭიერესი გოგონა განუმეორებელი ხმით

ალფინა ფრესტა - უნიჭიერესი გოგონა განუმეორებელი ხმით

”ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!” – ამბობდა გალაკტიონი და ძნელია ამაში გენიალურ პოეტს არ დაეთანხმო. როცა ადამიანი ნიჭიერია, მას ვერანაირი დაბრკოლება ხელს ვერ შეუშლის. სწორედ ასეა 29 წლის ალფინა ფრესტას შემთხვევაშიც. გოგონამ, რომელიც უნარშუზღუდულია და ეტლით გადაადგილდება, თავისი არაჩვეულებრივი სიმღერით, მსოფლიო შოკში ჩააგდო. გოგონა ფართო საზოგადოების წინაშე ერთ-ერთ ღონისძიებაზე წარსდგა, სადაც განუმეორებლად ულამაზესი ხმით იმღერა. მისი გამოსვლა […]

ლეგენდარული “ქარწაღებულნის” ვარსკვლავი ილივია დე ჰევილენდი 102 წლის გახდა

ლეგენდარული "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი ილივია დე ჰევილენდი 102 წლის გახდა

ვიქტორ ფლემინგის მიერ 1939 წელს გადაღებული ლეგენდარული ამერიკული ფილმის “ქარწაღებულნის” მსახიობი ილივია დე ჰევილენდი 102 წლის გახდა. მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში მსახიობი მელანი ჰამილტონის როლს ასრულებს. ორი ოსკარის მფლობელმა ბრიტანელ-ამერიკელმა მსახიობმა 49 მხატვრულ ფილმში ითამაშა და კლასიკური ჰოლივუდის ოქროს ხანის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი კინოვარსკვლავის წოდება მიიღო.

მსოფლიოს ახალი ჯენის ჯოპლინი ჰყავს

მსოფლიოს ახალი ჯენის ჯოპლინი ჰყავს

ჯენის ჯოპლინი ნამდვილი მოვლენა იყო მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში. ბევრს ეგონა, რომ 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის შემცვლელი არასდროს დაიბადებოდა, თუმცა 13 წლის კორტნი ჰედვინმა ეს მოსაზრება სრულიად გააბათილა. ამერიკულ ნიჭიერში კორტნის მიერ შესრულებულმა სიმღერამ არა მარტო ჟიურის, არამედ მთელი დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია, თავად მომღერალმა კი ოქროს ღილაკი დაიმსახურა.

ასეთი ბალეტი ჯერ არ გინახავთ

ასეთი ბალეტი ჯერ არ გინახავთ

საბალეტო ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ჰაეროვანი, ლამაზი და სანახაობრივია. თუმცა საბალეტო ნომერი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, არსად გექნებათ ნანახი. ეს არის პატარა მტირალა ბალერინას და მისი მამიკოს ორიგინალურად შესრულებული საბალეტო ნომერი, რომელიც მამებისა და გოგოების განსაკუთრებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.  

გვერდი 1 - 4012345ბოლო »