Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატეგორია: მოდა

ნინი წიკლაური ნიუ იორკის მოდის კვირეულზე

ნინი წიკლაურის ახალი ამპლუა

მომღერალი ნინი წიკლაური საცხოვრებლად საქართველოდან ამერიკაში გადავიდა. მომღერალი უცხოეთშიც თავის სფეროში მუშაობს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ნინის 8 სექტემბერს განსაკუთრებული მისია აკისრია. მეტროპოლიტენის პავილიონში ნიუ იორკის მოდის კვირეული გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა არჩევანი ქართველ მომღერალზე შეაჩერეს – მოდის მოყვარული საზოგადოებისთვის ნინი წიკლაური იმღერებს.

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია ქართული წარწერებით

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია ქართული წარწერებით

დიზაინერი დემნა გვასალია ერთდროულად ხელმძღვანელობს ბალენსიაგას და ვეტემენტსს. ეს უკანასკნელი მისი დაფუძნებულია და ორიგინალური კოლექციების გამო, მსოფლიო ვასრკვლავების გარდერობებში ამ ხაზით შექმნილი სამოსი საპატიო ადგილს იკავებს. გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექცია დემნა გვასალიამ წინა კოლექციებისგან რადიკალურად განსხვავებული კოსტიუმებით წარმოადგინა. დიზაინერმა სამოსი საქართველოს დროშებით და ქართული წარწერებით გააფორმა და ახალი კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ მოაწყო.

ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსში

ჯესი ჯეი ანუკი არეშიძის სამოსში

ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით მსოფლიო ვარსკვლავები ინტერესდებიან. გიორგი ქებურია, ავთანდილი, დები მაჭარაშვილები, ანუკი არეშიძე, დემნა გვასალია, თამუნა ინგოროყვა, დევიდ კომა – ეს იმ ქართველი დიზაინერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კოსტიუმებიც მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს აცვიათ. პოპვარსკვლავმა ჯესი ჯეიმ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ვერცხლისფერი სამოსით იპოზიორა.

სალომე ჭაჭუა პოდიუმზე

სალომე ჭაჭუა პოდიუმზე

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სიახლეებს არასოდეს გაურბის, ამიტომაც სიამოვნებით დათანხმდა მოდელსა და დიზაინერს სალომე ღვინიაშვილს მისი უახლესი კოლექციის ჩვენება გაეხსნა. სალომე ღვინიაშვილმა თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთარი 2018/19-სთვის შექმნილი კოლექცია წარმოადგინა. კოლექციის გახსნა მან არა გამოცდილ მოდელებს, არამედ მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ანდო და სპეციალურად მისთვის ორიგინალური კოსტიუმიც შექმნა.  

ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე

ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე

81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე სიახლეებს არ უშინდება. ხელოვანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება სიმღერას მიუძღვნა, ახალი პროფესია შეიძინა და საკუთარი ძალები პოდიუმზე, მოდელის ამპლუაშიც მოსინჯა. მომღერალმა მონაწილეობა მიიღო დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექციის შემოდგომა-ზამთარი 2018-ის ჩვენებაში. მან ახალგაზრდა მოდელებთან ერთად პოდიუმზე გაიარა და თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დათუნას ჩვენება ულამაზესი შავი კაბით დახურა.

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კოსტიუმში

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კოსტიუმში

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობს. ჯერ იყო და გიორგი ქებურიას კაბასა და სათვალეებში იპოზიორა, შემდეგ ავთანდილის კოსტიუმი მოირგო, ახლა კი თამუნა ინგოროყვას ქურთუკს დაადგა თვალი. ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ქურთუკში გადაღებული ფოტო ინტერნეტში გაავრცელა. ქურთუკი თამუნა ინგოროყვამ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის შექმნა.

დავით კომახიძე: “მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ”

დავით კომახიძე: "მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ"

ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე მოდის სამყაროში დევით კომას სახელით არის ცნობილი. მუგლერის ყოფილი შემოქმედებითი დირექტორი რუს ქალებსა და რუსეთზე ღიად საუბრობს: “მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ, რუსი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზები არიან… რუსეთზე ძალიან ბევრ სიცრუეს ამბობენ. მე მიყვარს, როცა პეტერბურგში ჩავდივარ, წელიწადში ორჯერ მაინც ვცდილობ ჩავიდე, ჩემს მეგობრებთან ყოველთვის კარგ დროს ვატარებ.”

თაკო ნაცვლიშვილი – წარმატებული დაბრუნება პარიზში

თაკო ნაცვლიშვილი - წარმატებული დაბრუნება პარიზში

თაკო ნაცვლიშვილი არა მარტო ქართული მოდის, არამედ მსოფლიო მოდის სამყაროშიც უკვე კარგად ნაცნობი მოდელია. მისი პირველი გამოჩენა მსოფლიო პოდიუმზე წარმატებით დაიწყო. თაკო გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც 16 წლის ასაკში პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე მაღალი მოდის ბრენდების ვერსაჩეს, ელი სააბის, დიორის, არმანის ჩვენებებზე გაირა. დონატელა ვერსაჩეს რჩეული გოგონა არმანის სახე გახდა და მაღალი მოდის კვირეულებშიც აქტიურად […]

ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბაში

ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბაში

სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ ჯერ დემნა გვასალიას კაბაში იპოზიორა, ახლა კი ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან შავი კაბა მოირგო. ქართველი დიზაინერის მიერ გასულ წელს შექმნილი კოსტიუმებიდან სუპერმოდელმა ის კაბა შეარჩია, რომელიც პოდიუმზე თამთა შედანიას ეცვა. ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბით შვეიცარიაში გამართულ IWC-ს გალაზე გამოცხადდა და ფოტოგრაფებისთვისაც სიამოვნებით იპოზიორა.

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქართველი დიზაინერების სამოსში

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქართველი დიზაინერების სამოსში

მსოფლიოში ცნობილი მოდელი დები, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები – ჯიჯი და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების თამუნა ინგოროყვას და ირაკლი რუსაძის სამოსით დაინტერესდნენ. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ბელა ჰადიდს ირაკლი რუსაძის კოსტიუმი ეცვა, ხოლო ჯიჯი ჰადიდს თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი. ბელა და ჯიჯი ჰადიდები ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობენ. ჯიჯის თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი პირველად არ აცვია. მის […]

გვერდი 1 - 1312345ბოლო »