კატეგორია: კინო

ფილმი “ექვთიმე” ოსკარზე

ფილმი "ექვთიმე" ოსკარზე

ოსკარის უცხოენოვანი ნომინაციისთვის საქართველოდან კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო. რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაწყვიტა ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” ოსკარზე შესარჩევი ფილმების კონკურსში ჩართოს: “ვგეგმავთ, ექვთიმეს ფილმით მონაწილეობა მივიღოთ საქართველოდან ოსკარის უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი ფილმების შერჩევაში და გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.”

ირაკლი კვირიკაძეს ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში იღებენ

ირაკლი კვირიკაძეს ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში იღებენ

ახალგაზრდა მსახიობიი ირაკლი კვირიკაძე მსოფლიო ვარსკვლავთან ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ”Now is everything” მონაწილეობს. ინფორმაცია და ფოტოები მოდელმა ელენე მახარაძემ გაავრცელა. ახალი ფილმის რეჟისორი დანტე სპინოტია. ირაკლი კვირიკაძესთან ერთად ფილმში კიდევ ერთი ქართველი – მხატვარი ლაშა ზამბახიძეა მიწვეული. გადაღებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილმზე მუშაობა შემოქმედებით ჯგუფს აგვისტოში აქვს დაგეგმილი.

სოფი ლორენი “შერეკილებში”

სოფი ლორენი "შერეკილებში"

ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები” ქართული კინოს კლასიკად არის აღიარებული. adjaranet.com-მა “შერეკილების” ახალი აფიშა გამოაქვეყნა და თან ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფილმის რიმეიქმა შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა – $2,987,985,187. “შერეკილების” აფიშიდან ვიგებთ, რომ მარგალიტას, ხუტა ოდიშელიძის, ქრისტეფორე მგალობლიშვილის, ერთაოზ ბრეგვაძის და ნოშრევან კუჭუხიძის როლების შემსრულებელ ქართველი მსახიობებს არიადნა შენგელაიას, ბორის წიფურიას, ვასილ ჩხაიძეს, დათო ჟღენტს და აბრეკ […]

გინახავთ “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი?

გინახავთ "ნატვრის ხის" ჰოლივუდური რიმეიქი?

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” ქართული კინემატოგრაფის მარგალიტია. 42 წლის წინ გადაღებული ფილმი დღესაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, adjaranet.com-მა “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი წარმოადგინა. თენგიზ აბულაძის ფილმის გმირებს მარიტას, ციციკორეს, ფუფალას, გედიას და იორამის შემსრულებელ ქართველ მსახიობებს ლიკა ქავჟარაძეს, კოტე დაუშვილს, სოფიკო ჭიაურელს, სოსო ჯაჭვლიანს და კახი კავსაძეს, მსოფლიოს […]

ნიკოლოზ ხომასურიძე: “აი, რას წარმოადგენს უკვდავი ქართული გენი!”

"გვახსოვდეს, მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება..."

“საქართველო” – ასე ჰქვია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმს, რომელიც მიუზიკლის ჟანრის იქნება. ფილმში მონაწილეობის მსურველებთან შეხვედრები უკვე დაიწყო და შემოქმედებითი ჯგუფი მსურველთა შორის საუკეთესოებს არჩევენ. ნიკოლოზ ხომასურიძე: “ამ ფილმით საქართველოს ყველა მოქალაქე და უცხოელი ულამაზეს კადრებად დაინახავს, თუ რას წარმოადგენს დღეს ათასწლეულების ქარტეხილებში გამოწრთობილი უკვდავი ქართული გენი… „გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე!“

ახალი ინდური ფილმი – გადაღებულია საქართველოში

ახალი ინდური ფილმი - გადაღებულია საქართველოში

ბოლივუდი საქართველოთი მოხიბლულია. ინდური კინემატოგრაფიის წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოში კინოს გადასაღებად ყველაფერია – ზღვა, თოვლიანი მთა, ულამაზესი ბარი ამიტომაც ბოლივუდმა ჩვენს სამშობლოში არაერთი ფილმი გადაიღო. მორიგი ინდური ფილმი “Dhruva Natchathiram”, რომელიც საქართველიში “Maq Entertainment”-ის მიერ იქნა გადაღებული, სულ მალე ეკრანებზე გამოვა. მანამდე კი მისმა შემქმნელებმა ინტერნეტში სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელეს.

“საქართველო” – ახალი ფილმი “ექვთიმეს” შემქმნელებისგან

"საქართველო" - ახალი ფილმი "ექვთიმეს" შემქმნელებისგან

ექვთიმე თაყაიშვილზე შექმნილი ფილმის შემდეგ, რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა. “საქართველო” – ასეთია ახალი მხატვრული ფილმის სახელწოდება, რომელიც მიუზიკლის ჟანრის იქნება და ქართული ცეკვის, სიმღერის და ღვინის ისტორიას მიეძღვნება. ნიკოლოზ ხომასურიძე: “დავიწყეთ დიდი სიახლე და გელოდებით ყველა ნიჭიერს საქართველოდან. შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებსაც, რომ ყველამ გაიგოს „ვინა ვართ, რა […]

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. კანის კინოფესტივალზე ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა. გამოცემამ რჩეულთა შორის ის პროდიუსერები შეარჩია, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ და გამარჯვებები მოიპოვეს. ჩამონათვალში მოხვდნენ ოსკარის, ოქროს გლობუსის, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმების პროდიუსერები. მათ შორის ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში. ლაშამ […]

ნახეთ მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალის ოფიციალურ ტრეილერში

მერაბ ნინიძე: ,,მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე’’

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. კანში საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე, ფესტივალის ორგანიზატორებმა ვიდეორგოლი დაამზადეს, სადაც მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობიც აღმოჩნდა. შარშან კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს ფილმი “იუპიტერის მთვარე” მოხვდა, რომელშიც მერაბ ნინიძეც მონაწილეობს.  

კრისტოფერ კოპოლა საქართველოზე ფილმს იღებს

კრისტოფერ კოპოლა საქართველოზე ფილმს იღებს

ჰოლივუდის რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა საქართველოზე ფილმს იღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟისორი ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა. რამდენიმე წლის წინ ის საქართველოში იმყოფებოდა და ახლა უკვე დოკუმენტური ფილმის გადაღება სურს. კოპოლა დოკუმენტურ ფილმს ქართულ სამზარეულოზე გადაიღებს. გადაღებები საქართველოში ივნისის დასაწყისში დაიწყება. მისი ერთ-ერთი მასპინძელი და ფილმის მონაწილე ნათია მონტგომერი იქნება. ასე რომ, სულ მალე ქართული […]

გვერდი 1 - 3812345ბოლო »