კატეგორია: TV

’’ორი ვარსკვლავი’’ თეა დარჩიამ და ლევან მასპინძელაშვილმა დატოვეს

“ორი ვარსკვლავის” მორიგ საკონკურსო ტურზე “ჩემი საყვარელი სიმღერა” ათი წყვილიდან შოუ ერთმა დატოვა. მუსიკალური პროექტის წამყვანებმა დუტა სხირტლაძემ და მაკა ზამბახიძემ ორი აუთსაიდერი დაასახელეს, ვინც ყველაზე ცოტა ქულები დააგროვა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, შოუს დატოვების კანდიდატები გახდნენ მარიკო ებრალიძე და როლანდ ოქროპირიძე და თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილი. ლევანი და თეა მეორედ იდგნენ აუთსაიდერებში და ამჯერად უკვე […]

ამიკო ჩოხარაძის ახალი ამპლუა

იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა იუმორისტული შოუებიდან გაიცნო, ერთგული გულშემატკივრების წინაშე ახალი ამპლუით წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრი სხვადასხვა სკეტჩებსა და შოუებში ყოველთვის მღეროდა, ამჯერად საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა და სტუდიაში ახალი სიმღერა ჩაწერა. იუმორისტმა გარეპვა გადაწყვიტა და ახალი სიმღერა თავის საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა. ახალ კომპოზიციას ”ჩემს ცოლს” უწოდა და […]

ეკა ხოფერია მანიპულაციების მსხვერპლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია წყენას და გაბრაზებას არ მალავს და აცხადებს, რომ მანიპულაციების მსხვერპლია. ჟურნალისტი საჯაროდ საუბრობს იმ ვითომ რეიტინგებზე, რომელსაც სხვადასხვა არხები გადაცემების დასრულების შემდეგ აქვეყნებენ. ეკა ხოფერია: “ვწერ ტვ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. ბევრმა თქვენგანმა იცის ჩემი პოზიცია იმ სარეიტინგო კვლევასთან, რომელსაც ჩვენ ტელევიზიები ვიღებთ – მე მათ არ ვენდობი, არც “მოგების” და არც […]

’’ორი ვარსკვლავი’’ კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა

მუსიკალური შოუს “ორი ვარსკვლავის” მეორე საკონკურსო ტური ქართულ სიმღერებს დაეთმო. ჟიურის მეოთხე წევრად შოუს პროდიუსერებმა კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე მიიწვიეს. კონკურსანტების მიერ შესრულებული სიმღერები ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა და შესაბამისი ქულებიც დაწერა. ჟიურის ქულების და მაყურებელთა ესემესების დაჯამებით 11 წყვილიდან ორი აუთსაიდერი გამოვლინდა. ამ ტურში ესენი გახდნენ როლანდ ოქროპირიძე და მარიკო ლეჟავა და ლუკა ზაქარიაძე და ნათია […]

’’ჩემი ცოლის დაქალები’’ იწყება

ქართველი მაყურებლისთვის მონატრებული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ეთერში ბრუნდება. შემოქმედებითმა ჯგუფმა პირობა არ დაარღვია და სერიალის მორიგი სეზონის ჩვენებას მართლაც თებერვალში იწყებს. “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოჩნდა მეშვიდე სეზონის პირველი სერიის ანონსი, რომელსაც ათასობით ნახვა, მოწონება და კომენტარი აქვს. სერიალის პრომოში ჩანს ლელა მებურიშვილი, რომელიც კატოს როლს ასრულებდა. ტრადიციულ […]

’’ორი ვარსკვლავი’’ პირველმა წყვილმა დატოვა

მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” პირველმა წყვილმა დატოვა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტს ნანა ნებიერიძის და გიორგი მახარაშვილის წყვილი გამოეთიშა. მათთან ერთად აუთსაიდერი გახდა თეა დარჩიასა და ლევან მასპინძელაშვილის წყვილი. ჟიურის სამ მუდმივ წევრს, მეოთხე მიწვეული სტუმარი მუსიკოსი დათო ევგენიძე შეუერთდა. უმაღლესი 40 ქულა ჟიურიმ ირაკლი ჭელიშვილის იგივე პეჩოსა და მაგდა ვასაძის წყვილს დაუწერა. “ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონში […]

როდის განახლდება ’’ჩემი ცოლის დაქალები’’?

"ჩემი ცოლის დაქალები" დასრულდა

ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სულ მალე მეშვიდე სეზონს დაიწყებს. როგორც სერიალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება, მაყურებელი ძალიან აქტიურობს, ამიტომაც შემოქმედებითი გუნდი არ დაარღვევს პირობას და ახალ სეზონს დაპირებისამებრ თებერვალში განაახლებს: “გადაღებები მიდის ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ უამრავი შეტყობინება მოდის ყოველდღე ამ გვერდზე და უფრო მეტი ინბოქსში, ყველას ერთი შეკითხვა აქვს: როდის დაიწყება ჩემი ცოლის დაქალების […]

კოკას და ნინოს ნანუკა ჟორჟოლიანმა ბინა აჩუქა

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ “ნიჭიერის” მეხუთე სეზონს მიეძღვნა. წამყვანმა გადაცემაში ფინალისტები მიიწვია და ისინი გულუხვად დაასაჩუქრა. ფინალისტებმა შოუში მუსიკალური და საცეკვო ნომრები შეასრულეს. კოკამ და ნინომ ნინო ქათამაძის “ქუჩაში ერთხელ” იმღერეს ჟესტების ენაზე, ანსამბლმა “ლილემ” კი ცეკვა შეასრულა. კოკას და ნინოს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სასტუმროს ტიპის ბინა აჩუქა ბაკურიანში. ანსამბლ “ლილეს” კი ნანუკას შოუს ინციატივით, სარეპეტიციო […]

’’ერთი ერთში’’ სალომე ბაკურაძემ მოიგო

მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მესამე სეზონი სალომე ბაკურაძემ მოიგო. მან მაყურებლის გადაწყვეტილებით, 50,3 პროცენტით გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა და საჩუქრად გადაეცა ბინა დიღომი პალასში. სალომე ბაკურაძემ საჩუქრად მიიღო აიპედიც. მეორე ადგილზე გავიდა ნინი წიკლაური 40,4 პროცენტით და მან საჩუქრად ავტომობილი ჰონდა მიიღო. ნინი ფორტუნა პლუსის ფავორიტიც გახდა და მას აიფონ 6 აჩუქეს. მესამე ადგილოსანი 7,9 […]

’’ორი ვარსკვლავი’’ ბრუნდება

ტელეკომპანია “იმედზე” მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” მეორე სეზონით ბრუნდება. გადაცემის წამყვანი ტრადიციულად დუტა სხირტლაძე იქნება, მონაწილეები კი მომღერლები და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სფეროში ცნობილი და წარმატებული ადამიანები. ტელეკომპანია “იმედმა” უკვე გაავრცელა პროექტის ვიდეორგოლი, რომელშიც მისი მონაწილეები არიან გადაღებული. “ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ილო ბეროშვილი და ნუცა ბუზალაძე, მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე, გოდერძი შარაშია […]