Category: TV

“მხოლოდ ქართული” თამთა ხუხუნაიშვილმა მოიგო

"მხოლოდ ქართული" თამთა ხუხუნაიშვილმა მოიგო

“მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა. ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ათეულიდან რჩეულ ფინალისტებში მოხვდნენ – ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია. ყველა ფინალისტმა სხვადასხვა კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო.

სოფი სააკაშვილის მორიგი წარმატება თურქულ “ვოისში”

სოფი სააკაშვილის მორიგი წარმატება თურქულ "ვოისში"

მომღერლის სოფი სააკაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მის მწვრთნელს იმდენად მოეწონა, რომ ოთხი კონკურსანტიდან ორის არჩევისას პირველივე ჯერზე ქართველი მომღერალი დაასახელა. სოფი მეორე ტურში დამაჯერებლად გადავიდა! მისმა გამოსვლამ თურქულ “ვოისში” მწვრთნელები და დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჟურნალისტი ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ტელეწამყვანი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა სამსახურში გადაცემის წასაყვანად მაინც მივიდა. “ტევე პირველში” მისული ჟურნალისტი კიდევ უფრო ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა ტელეწამყვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თათია კობალაძის ტრიუმფი თურქულ ვოისში

თათია კობალაძის ტრიუმფი თურქულ ვოისში

ქართველი მომღერლის თათია კობალაძის გამოსვლამ თურქულ ვოისში ნამდვილი ფურორი მოახდინა. თათიამ სიმღერა What’s Up შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა. დამსწრე საზოგადოებამ კი ქართველი კონკურსანტი მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

სოფო ბათილაშვილის დაბრუნება “მხოლოდ ქართულში”

სოფო ბათილაშვილის დაბრუნება "მხოლოდ ქართულში"

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებულის სოფო ბათილაშვილის სიმღერამ ინოლა გურგულიას საკონკურსო ტურში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. “პირველად იყო სიმღერა” – ეს სიმღერა შეასრულა სოფომ პიანისტ პაპუნა შარიქაძესთან და ჩელისტ ლიზა რამიშვილთან ერთად.

ანკა ვასაძე “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულია

ანკა ვასაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულია

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა. ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. მათ ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები. მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ. მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს. ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზები გადაეცა.

ხოაკინ კორტესის ცეკვა ქართულ ჩოხაში

ხოაკინ კორტესის ცეკვა ქართულ ჩოხაში

ფლამენკოს მეფის ხოაკინ კორტესის ცეკვა მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს. “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის ჟიურის წევრმა, შოუს ფინალში იცეკვა. ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა მოცეკვავემ ქართული დოლის თანხლებით სპეციალურად ფინალისთვის დადგმული საცეკვაო ნომერი წარმოადგინა.

გუჯა ბურდული BBC-ს ობიექტივში

გუჯა ბურდული BBC-ს ობიექტივში

მსახიობი და მომღერალი გუჯა ბურდული BBC-ს ობიექტივში მოხვდა. ქართველი ხელოვანის ე.წ. “ლაივი” BBC-ს გარდა, ჩეხეთის ტელევიზიისთვისაც გაიმართა. გადაღება მისი უფროსი შვილის, ლადო ბურდულის სახლში, ოქროყანაში მიმდინარეობდა, სადაც გუჯა ბურდულმა თავისი განუმეორებელი სიმღერთ შეკრებილი საზოგადოებისთვის საახალწლო განწყობა კიდევ უფრო სადღესასწაულო გახადა.

ხელის თხოვნა “დიდ სცენაზე”

ხელის თხოვნა "დიდ სცენაზე"

მუსიკალურ შოუში “დიდი სცენა” ერთ-ერთმა მონაწილემ 21 წლის ნიკა გოგუაძემ თავის რჩეულს მარიამს ხელი სთხოვა. ჟიურის წინაშე ნიკამ ელვის პრესლის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა და შემდეგ ტურში გადასვლის თანხმობა შეყვარებულთან ერთად მიიღო.

ალექსანდრე ზაზარაშვილის გამარჯვება მსოფლიო “ვოისში”

ალექსანდრე ზაზარაშვილის გამარჯვება მსოფლიო "ვოისში"

უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებულის ალექსანდრე ზაზარაშვილის კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება მის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად გაახარებთ. “The Voice Global”-მა მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული საბავშვო “ვოისის” საუკეთესო მუსიკალური რინგების ათეული გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი ალექსანდრე ზაზარაშვილმა დაიკავა: “კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება… 2019 წლის საუკეთესო Battle round #1 ადგილი.”