
2 დეკემბერს “მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალს ,,ნიღაბი” მესამედ წარმოადგენს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, აზიიდან და თურქეთიდან. ფესტივალის გახსნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. ფესტივალის ხანგრძლივობაა 9 დღე და ის ყოველდღიურად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ტრადიციულად “თიბისი” გალერეაში. ფესტივალის წამყვანები […]