
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩაერთო პროექტში „კულტურა საზღვრებს გარეშე“. თეატრი 13 სექტემბერს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის გამართავს წარმოდგენას „მგზავრის წერილები“. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ხორციელდება საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასევე […]