
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი დიდი საფრთხის წინაშე დგას. 2015 წელს თეატრს სტუმრობდა “მსოფლიო მიმების ორგანიზაცია”. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისში უნდა გახსნილიყო საერთაშორისო პლასტიკის ცენტრი. თეატრმა დადო 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო შალიკაშვილის პანტომიმის თეატრისა და პლასტიკის ცენტრის მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ ვერ მოხერხდა პროექტისთვის ტერიტორიის გადმოცემა. დრო ძალიან ცოტა დარჩა. […]