
24 აპრილიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი კიდევ ერთ ახალ პროექტს შესთავაზებს მაყურებელს. “გაიგე მეტი“ – ასე ჰქვია სიახლეს. ეს არის ერთი მსახიობის თეატრის „ვერიკო“ შემეცნებითი პროექტები მოზარდთათვის. მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს კოტე მახარაძის საავტორო სპექტაკლებს: 24 აპრილს 15 საათზე – „რაც მტრობას დაუნგრევია” (ილია); 4 მაისს 15 საათზე – „ბაგრატიონები“; 8 მაისს 15 საათზე – „აკაკი“. […]